აკვააერობიკა

აკვააერობიკა არის სასიამოვნო, უსაფრთხო და ეფექტური პროგრამა წონის დაკლებისათვის, რომელიც განკუთვნილია როგორც ქალებისათვის, ისე მამაკაცებისათვის.

აკვააერობიკის მიზანია თქვენი სხეულის კორექცია დროის მოკლე პერიოდში წყლის ძალისა და წყლის ვარჯიშების დახმარებით.

რეგულარული ვარჯიშის შედეგად გიუმჯობესდებათ ფიზიკური ფორმა და მოქნილობა, იზრდება გამძლეობა და ზოგადად მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელი ეფექტი. აკვაერობიკის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ეფექტურობის გარდა იგი ერთნაირად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, მისი ასაკის და ფიზიკური მომზადების დონის მიუხედავად.

  • კარგი განწყობა და შესანიშნავი ფიზიკური ფორმა
  • განტვირთვა ინტენსიური გონებრივი სამუშაოს შემდეგ
  • ორგანიზმის ძალის და გამძლეობის განვითარება
  • ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების აჩქარება