სამედიცინო კაბინეტში ხდება ექიმის მიერ ყველა აუზით და სპორტული დარბაზით მოსარგებლე პირის სამედიცინო შემოწმება და ნებართვის (ცნობის სახით) გაცემა სპორტკომპლექსში დასაშვებად, მიმდინარე სანიტარიული ზედამხედველობის ორგანიზება, სპორტკომპლექსში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი. წყლის ბაქტერიოლოგიური და ქიმიური (ქლორის შემცვლელობა) შემადგენლობისა და ტემპერატურის ნორმების კონტროლი. სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა, თუ ამის საჭიროება იქნება. სპორტული ტრავმატიზმის პროფილაკტიკა.