შპს  „მონიო“

სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის

„ოლიმპიკის“

 

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

 

თბილისი

2026

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შინაარსი

1 ზოგადი დებულებები. 4

1.1 კომპლექსის შესახებ. 4

1.2 მონაცემთა დამუშვებაზე პასუხისმგებლი პირი. 4

1.3 მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. 4

1.4 პოლიტიკის მიზანი. 4

1.5 პოლიტიკის  გავრცელების სფერო.. 4

2 გამოყენებული ტერმინები და განმარტებები. 5

3 მონაცემთა დამუშავების ფარგლები და საშუალებები, მიზნები და საფუძვლები. 6

3.1 რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპლექსი. 7

3.2 პერსონალურ მონაცემთა შეგროვების არხები. 8

3.2.1      მონაცემების შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან. 8

3.2.2      მონაცემთა შეგროვება მესამე პირ(ებ)ისგან. 8

3.3 რა სჭირდება კომპლექსს მონაცემთა სუბიექტისგან. 9

3.4 პერსონალური მონაცემების მოუწოდებლობის შედეგები. 9

3.5 დამუშავების მიზნები და საფუძვლები. 9

3.6 მონაცემთა დამუშავების პრინციპები. 11

4 მონაცემთა გადაცემა. 12

4.1 მესამე პირები – რომლებსაც გადაეცემა პერსონალური მონაცემები. 12

4.2 პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა. 12

5 პირდაპირი მარკეტინგი. 12

6 ვიდეო და აუდიო მონიტორინგი/ფოტოგადაღება. 13

7 სამუშაოს მაძიებლის (აპლიკანტის) მონაცემების დამუშავება. 14

8 არასრულწლოვნების მონაცემთა დამუშავება. 15

9 ელექტრონული ხელმოწერა. 15

10    ავტომატიზებული გადაწყვეტილებები. 16

11    ბიომტერიული მონაცემების დამუშავება და ელექტრონული იდენტიფიკაცია. 16

11.1 COOKIES. 16

12    მონაცემთა უსაფრთხოება. 17

12.1 ჩანაწერების (ლოგების) წარმოება. 17

12.2 მონაცემთა შენახვის ვადა. 17

12.3 ინციდენტების მართვა. 18

12.4 ბიზნეს პროცესების უწყვეტობა. 18

12.5 პერიოდული მონიტორინგი და გაუმჯობესება. 18

12.6 ზეგავლენის შეფასება. 18

13    მონაცემთა სუბიექტის უფლებები. 19

13.1 მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის და ასლის მიღების უფლება. 19

13.2 მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება. 19

13.3 მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება. 19

13.4 მონაცემთა დაბლოკვის უფლება. 20

13.5 მონაცემთა გადატანის უფლება. 20

13.6 ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უფლებები. 20

13.7 მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე. 21

13.8 თანხმობის გამოხმობის უფლება. 21

13.9 გასაჩივრების უფლება. 21

13.10 პასუხის გაცემის ვადა. 22

14    მესამე პირები. 22

15    მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. 23

15.1 თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირი. 25

16     სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა. 26

16.1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 26

17    კომპლექსის პასუხისმგებლობა. 27

 

1               ზოგადი დებულებები

1.1    კომპლექსის შესახებ

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მონიო“ წარმოდგენილი სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის „ოლიმპიკი“ სახით (შემდგომში – კომპლექსი)  წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სპორტულ/გამაჯანსაღებელ სერვისებს (საცურაო აუზი, ფიტნესის დარბაზი, მასაჟის კაბინეტი და სხვა სპორტული სექციები). 

კომპლექსის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ჩოლოყაშვილის I კვ. 5ბ

საიდენტიფიკაციო ნომერი: 206114202

საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტა: olympic.tbilisi@yahoo.com

საკონტაქტო ტელეფონი 995 (32) 2 772 773; 995 (32)  2 773 772

1.2                            მონაცემთა დამუშვებაზე პასუხისმგებლი პირი

კომპლექსი თავის საქმიანობის განხორცილებისას, წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშვებისთვის პასუხისმგებელ პირს, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, პასუხისმგებელია მათ უსაფრთხოდ და  კანონიერად დამუშავებაზე.

1.3    მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი

კომპლექსის, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის, მონაცემებს ამუშავებს და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს  შპს „იუნიბილინგი“ (საიდენ. N402183196), რომელთანაც კომპლექსს მონაცემთა დამუშავებაზე საკითხები დარეგულირებული აქვს წერილობითი შეთანხმებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად (იხ. წინამდებარე პოლიტიკის  15-ე პუნქტი).

1.4    პოლიტიკის მიზანი

მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს, კომპლექსის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულ ორაგნიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს.

პოლიტიკის მიზანია, კომპლექსის მომხმარებლებს/წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს (შემდგომში – მონაცემთა სუბიექტი), მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებებისა და მონაცემთა დაცვის საშუალებების შესახებ, უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავების პროცესის გამჭირვალეობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად.

პოლიტიკა მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ითვალისწინებს  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებსა და სტანდარტებს. 

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს, კანონმდებლობისა და კომპლექსის საქმიანობის ცვლილებების შესაბამისად. წინამდებარე პოლიტიკის უახლესი ვერსია დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია კომპლექსის ვებ-გვერდზე (https://olympic.ge).

 

1.5    პოლიტიკის  გავრცელების სფერო

პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელთა მონაცემებსაც კომპლექსი ამუშავებს თავისი საქმიანობისას. მათ შორის:

  • წევრები (კომპლექსის მომსახურების მიმღები მოქმედი, ყოფილი და პოტენციური მომხმარებლები); ფიზიკური და იურიდიულ პირები, არაიურიდიულ პირები, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირები, სამუშაოს მაძიებლები, კომპლექსის შიგნით დასაქმებული პირები და კანდიდატები (რეკურტინგის პროცესში) სერვისის მიმწოდებლები და სხვა ნებისმიერი პირი (შემდგომში – მონაცემთა სუბიექტი), რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია (ან იქნება მომავალში) კომპლექსსთან, კომპლექსის პროდუქტსა ან/და სერვისთან, მათ შორის ის პირი, რომელიც კომპლექსთან კომუნიკაციას ახორციელებს სხვადასხვა არხის მეშვეობით, როგორიცაა, ვებ-გვერდი, მობილური ტელეფონი, ელ-ფოსტა ან კომპლექსის მიერ სოციალურ მედია გვერდებზე (მაგალითად, Facebook) მართული ანგარიში.

წინამდებარე პოლიტიკის დებულებები ვრცელდება კომპლექსის საქმიანობის ყველა სფეროსა და პროცესზე, სადაც ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება.

2 გამოყენებული ტერმინები და განმარტებები

პერსონალური მონაცემი (შემდგომში − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი − მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, აგრეთვე მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაცია, თუ იგი მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იძლევა;

მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება (მათ შორის, კომპლექსის წევრები/მომხმარებლები);

წევრი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპლექსის მიერ შეთავაზებული სერვისებით, მათ შორის იღებს აბონემენტს, იყენებს ობიექტის ინფრასტრუქტურას, მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს და იცავს კომპლექსის მომსახურების წესებსა და პირობებს;

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;

მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ;

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ორი ან ორზე მეტი პირი, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას;

მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;

ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას;

ბარათი/სილიკონის ჩიპიანი სამაჯური – ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც გაიცემა სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის მომხმარებელზე და გამოიყენება სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსში შესვლისა და მომსახურებების მიღებისათვის. ბარათი/სილიკონის ჩიპიანი სამაჯური უზრუნველყოფს მომხმარებლის იდენტიფიკაციას, აბონემენტის სტატუსის შემოწმებას და კომპლექსის სხვადასხვა ზონაში დაშვების კონტროლს;

აბონემენტი – ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების, წინასწარ შეძენილ არამატერიალურ პაკეტი, რომელიც მომხმარებელს განსაზღვრული ვადით ან განსაზღვრული რაოდენობის ვიზიტით ანიჭებს უფლებას ისარგებლოს სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი სერვისებით.

წინამდებარე პოლიტიკაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა;

 

3               მონაცემთა დამუშავების ფარგლები და საშუალებები, მიზნები და საფუძვლები

კომპლექსი უფლებამოსილია, წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით, განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპლექსთან ურთიერთობის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდგომაც.

კომპლექსის მიერ მონაცემთა დამუშავება, შესაძლოა მოიცავდეს,  ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მონაცემთა მოპოვებას, შეგროვებას, მათზე წვდომას, ფოტოგადაღებას, აუდიო/ვიდეომონიტორინგს, ორგანიზებას,  ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.

3.1    რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპლექსი

კომპლექსი იყენებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომლის დაჯგუფებაც შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებად, რომელებიც მოიცავენ, თუმცა, შესაძლოა არ შემოიფარგლებოდნენ ქვემოთ მოცემული მონაცემებით.

შენიშვნა: კომპლექსთან მონაცემთა სუბიექტის ურთიერთობის ხასიათისა და მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, შესაძლებელია, კომპლექსმა დაამუშაოს შესაბამის კატეგორიაში (კატეგორიებში) მითითებული ყველა ან  მხოლოდ ზოგიერთი მონაცემი.

  • საიდენტიფიკაციო –  სახელი, გვარი, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, დაბადების თარიღი, ხელმოწერის ნიმუში;
  • საკონტაქტო– პირის რეგისტრირებული ან/და საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ქალაქის და მობილური ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო პირ(ებ)ზე ინფორმაცია;
  • ტრანზაქციული/საფინანსო– საგადახდო (საბანკო, ელექტრონული საფულის) ანგარიშის ნომერი, საგადახდო ანგარიშის ამონაწერი, გადარიცხვები, ანგარიშებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია;
  • აუდიო-ვიზუალური – კომპლექსის შიდა ნომერზე შემოსული/გასული სატელეფონო ზარების ჩანაწერები),  ვიდეომონიტორინგის სისტემის ჩანაწერები, ფოტოსურათები;  
  • სარგებლობასთან დაკავშირებული– ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპლექსის  ვებ-გვერდის, სოციალური მედია გვერდის, პროდუქტებისა და სერვისების მოხმარებაზე, მათ შორის შეფასებები და უკუკავშირები;
  • ინტერაქციული– მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპლექსთან პირისპირ კომუნიკაციისას, ფიზიკური ფორმების შევსებისას, ტელეფონით, ელ-ფოსტით და სხვა არხებით (მათ შორის ვებ-გვერდის, სოც.მედიის საშუალებით: Facebook Instagram, LinkedIn  და სხვა) დაფიქსირებული ინფორმაცია;
  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები– ინფორმაცია, დაკავშირებული ჯანმრთელობასთან (მათ შორის შშმპ; კანის დაავადები), რომელიც აუცილებელია მომსახურების/სერვისის მისაღებად და კომპლექსი მოიპოვებს მონცემთა სუბიექტის (წევრის) მკაფიო ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (წრმოადგინოს ცნობა ან  ადგილზე გაიაროს შესაბამის სამედიცინო შემოწმება);
  • სახელშეკრულებო– დეტალები იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებსაც კომპლექსი აწვდის მონაცემთა სუბიექტს;
  • მარკეტინგული– მოიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რას ანიჭებს უპირატესობას მონაცემთა სუბიექტი კომპლექსისგან ან მესამე პირებისგან მარკეტინგული შეტყობინებების მიღებისას, ასევე კომუნიკაციის მისთვის სასურველ ფორმას,
  • რეესტრები და საჯარო მონაცემები– ინფორმაცია პირის შესახებ, რომელიც აღრიცხულია სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში; დაცულია საჯარო ჩანაწერებში (მაგალითად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში), ასევე ის ინფორმაცია,  რომელიც ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში ან სხვაგვარად;
  • სოციო–დემოგრაფიული– პირის მოქალაქეობასთან, განათლებასთან, პროფესიასთან, სამუშაო ადგილთან, ოჯახთან და სხვ. დაკავშირებული მონაცემები, ასევე ენა, სქესი, ასაკი, სოციალური სტატუსი;
  • დოკუმენტური– სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა თუ მათ ასლებში მონაცემთა სუბიექტის  შესახებ დაცული ინფორმაცია, მაგალითად, დიპლომი, პასპორტი, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების მოწმობა, ამონაწერები, მინდობილობები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა;

დამატებით, კომპლექსმა, შესაძლოა დაამუშაოს ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა პირებთან მისი დაჯგუფება პირის ფიზიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებითა თუ ტრანზაქციული და სხვა ტიპის მონაცემების გამოყენებით, წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.

3.2    პერსონალურ მონაცემთა შეგროვების არხები

3.2.1   მონაცემების შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან

მონცემთა შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან ხორციელდება, როდესაც:

  • მიმართავს კომპლექსს პროდუქტის/სერვისის მისაღებად ან გამოხატავს ინტერესს კომპლექსის საქმიანობასთან, პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით;
  • ფიზიკური ფორმების შევსებისას (მაგ.: არასრულოწვანის თანხმობა);
  • კომუნიკაციას ახდენს კომპლექსის თანამშრომლებთან პირისპირ შეხვედრებზე, სატელეფონო ზარების, კომპლექსის ელექტრონული ფოსტის, ვებ-გვერდის საშუალებით, სოციალური მედიით და სხვა არხებით;
  • სარგებლობს კომპლექსის პროდუქტებით ან/და სერვისებით;
  • ახორციელებს ფინანსურ ტრანზაქციებს;
  • ხელს აწერს ხელშეკრულებას/თანხმობას;
  • კომპლექსს აწვდის სხვა, მესამე პირ(ებ)ის პერსონალურ მონაცემებს სხვა ნებისმიერი ფორმით და მიზნით.

3.2.2   მონაცემთა შეგროვება მესამე პირ(ებ)ისგან

კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებით, მათ შორის, სადაც საჭიროა, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, კომპლექსმა, შესაძლოა, პირის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს გარე წყაროებიდან, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი პირ(ებ)ისგან:

  • საზედამხედველო, მაკონტროლებელი ან/და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და იურიდიული პირები –  მაგალითად, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული საანგენტოდან, (მონაცემების განახლების უზრუნველსაყოფად); სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სტატუსის გადასამოწმებლად) და ა.შ.
  • სხვა მესამე პირები – კომპლექსთან არსებული ურთიერთობის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, სუბიექტის შესახებ გარკვეული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, კომპლექსს შესაძლოა მიაწოდონ სხვა მესამე პირ(ებ)მა, მაგალითად, როგორიცაა, დამსაქმებელი, მარწმუნებელი, დასაქმებული პირი, ხელმძღვანელი, თანამშრომელი, ოჯახის წევრი და სხვა.

მაგალითად:

  • დამსაქმებელმა შეიძლება კომპლექსს გაუზიაროს დასაქმებულის პერსონალური მონაცემები კორპორატიულ შეთავაზებაში ჩართვის/მონაწილეობის მიზნით;
  • რწმუნებული, თანამშრომელი, ხელმძღვანელი ან ოჯახის წევრი: აღნიშნულმა პირებმა შეიძლება კომპლექსს გაუზიარონ ინფორმაცია, როგორც, მონაცემთა სუბიექტის უფლებამოსილმა წარმომადგენლმა ან საკონტაქტო პირმა, აქციის, შეთავაზების, სერვისის ან სხვა მომსახურების მიღების მიზნით;

მოცემულ შემთხვევებში, მესამე პირი თავადაა პასუხისმგებელი, უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის წინასწარი ინფორმირება მისი პერსონალური მონაცემების კომპლექსში წარდგენისა და შემდგომი დამუშავების შესახებ და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მონაცემთა გაზიარების მიზნისა და მოცულობასთან დაკავშირებით, წინამდებარე პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

  • მონაცემების შეგროვება მონაცემთა რეესტრებიდან და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან– კომპლექსმა შეიძლება მოიპოვოს მონაცემთა სუბიექტის მონაცემები საჯარო, სამეწარმეო, მოვალეთა და სხვა შესაბამისი რეესტრებიდან და საჯარო წყაროებიდან.

შენიშვნა: მონაცემთა გამცემი ან/და მიმღები მესამე პირების კატეგორიები განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკით (იხ. პუნქტი:  14).

 

3.3    რა სჭირდება კომპლექსს მონაცემთა სუბიექტისგან

კომპლექსისითვის მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის წევრის) მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული. თუ, მონაცემთა სუბიექტი მიიჩნევს, რომ მის  შესახებ კომპლექსში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული,  დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპლექსს ამის შესახებ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კომპლექსს აწვდის  მესამე პირების (თავდები პირი, ოჯახის წევრი, საკონტაქტო პირი, დამსაქმებელი, დასაქმებული, თანამშრომელი, რეკომენდატორი, აპლიკანტი და სხვა) შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მათ პერსონალურ მონაცემებს, მონაცემების მომწოდებელი თავად არის ვალდებული, ამ ინფორმაციის კომპლექსისთვის გადაცემამდე, მოპოვებული ჰქონდეს ზემოაღნიშნულ პირთა ნებართვა ან/და თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების კომპლექსისთვის გაზიარებასა და კომპლექსის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპლექსისთვის ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი გულისხმობს ამ პირ(ებ)ის სათანადო წესით ინფორმირებას/თანხმობის წინასწარ მოპოვებას და აღარ საჭიროებს კომპლექსის მხრიდან ამ პირთა დამატებით ინფორმირებას ან/და დასტურის მიღებას.

3.4      პერსონალური მონაცემების მოუწოდებლობის შედეგები

როდესაც პირის პერსონალური მონაცემების შეგროვება აუცილებელია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის, განცხადების განხილვის (მომსახურების გაწევის) ან არსებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ან ხელშეკრულების დასადებად, მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტის  მიერ აღნიშნულ მონაცემების მოუწვდომლობის შემთხვევაში, კომპლექსი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, განიხილოს განცხადება, გაწიოს მომსახურება, შეასრულოს უკვე არსებული ან ის ხელშეკრულება, რომლის დადებაც იგეგმება (მაგალითად, შესაბამისი პროდუქტის ან/და სერვისის მიწოდება).

3.5    დამუშავების მიზნები და საფუძვლები

მონაცემთა სუბიექტთან ურთიერთობის ხასიათისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შესაძლოა, განხორციელდეს სხვადახვა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლებით, მათ შორის:

  • მიზანი: პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, კომპლესის პროდუქტებისა ან/და სერვისების მიწოდება (მაგ.: აბონემენტის ან ბარათი/სილიკონის ჩიპიანი სამაჯურის გაცემა საცუარო აუზებით, ფიტენს დარბაზებით და სხვა სპორტულ/გამაჯანსაღებელი სექციებით სარგებლობსითვის) – კომპლექსმა, ფიზიკური მომსახურების სივრცეებში (დისტანციური მომსახურების არხები არ გააჩნია კომპლექსს), შესაძლოა, გამოიყენოს/დაამუშაოს პირის საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ტრანზაქციული, დოკუმენტური მონაცემები, აუდიო-ვიზუალური, ინტერაქციული, სახელშეკრულებო ან/და სხვა მონაცემი, რომელიც კომპლექსს დაეხმარება დასახელებული მიზნის მიღწევაში;
  • საფუძველი:  (ა) მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, (ბ) ხელშეკრულების დადება ან/და დადებული ხელშეკრულების შესრულება; (გ) მონაცემთ სუბიექტის განცხადების განხილვა (მისთვის მომსახურების გაწევა); (დ) კანონისმიერი ვალდებულება; (ე) კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: ეფექტიანად შეასრულოს სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებები; მოახდინოს კომპლექსის სერვისების ბოროტად გამოყენების ან/და სხვა დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა (მაგ.: არ მოხდეს ერთი აბონემენტის რამდენიმე პირის მიერ გამოყენება და არ შეექმნას საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას); კომპლექსმა უზრუნველყოს, რომ პირის შესახებ დაცული ჩანაწერები იყოს ნამდვილი და ზუსტი; ეფექტიანად მართოს საოპერაციო რისკები;
  • მიზანი: დანაშაულის, მათ შორის, თაღლითობის, ქონების დაზიანების თავიდან აცილება და გამოვლენა. ამისათვის, კომპლექსს შეიძლება დასჭირდეს მონაცემთა სუბიექტის საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ვიზუალური, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ინტერაქციული, რეესტრები და საჯარო მონაცემები,  დოკუმენტური მონაცემები და პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია;
  • საფუძველი: (ა)კანონისმიერი ვალდებულება; (ბ) კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: მოახდინოს თაღლითობის/დანაშაულის, ქონების დაზიანების ან/და კომპლქსის სერვისების ბოროტად გამოყენების და სხვა დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობა; დაიცვას კომპლექსის წევრები/მომხმარებელები, თანამშრომლები და ქონება; ეფექტიანად მართოს  საოპერაციო რისკები;
  • მიზანი: კომპლექსის პროდუქტებისა ან/და სერვისების გაუმჯობესება– კომპლექსი აანალიზებს ინფორმაციას, იმისათვის, რომ დაიდენტიფიციროს მომსახურებისა და პროდუქტის გაუმჯობესების გზები. ამისათვის, შეიძლება გამოიყენოს სარგებლობასთან დაკავშირებული, მარკეტინგული და ინტერაქციული მონაცემები;
  • საფუძველი: (ა) კომპლექსოს ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: განავითაროს პროდუქტები/სერვისები და გაზარდოს ბიზნესი; აღმოფხვრას ნაკლოვანებები და გააუმჯობესოს მომსახურება;
  • მიზანი:  კომპლექსის ლეგიტიმური უფლებების დაცვა– კომპლექსმა შეიძლება გამოიყენოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმაცია იმისათვის, რომ დაიცვას მისი ან/და მესამე პირის კანონიერი უფლებები, სასამართლოში საქმისწარმოება, საჩივრებზე, პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე რეაგირება,  საკუთრების დაცვა და სხვა. ამისათვის შეიძლება, გამოიყენოს პირის საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ტრანზაქციული, აუდიო-ვიზუალური, ინტერაქციული, რეესტრები და საჯარო მონაცემები, სახელშეკრულებო, დოკუმენტური ან/და სხვა მონაცემი, რომელიც დაეხმარება დასახელებული მიზნის მიღწევაში;
  • საფუძველი: (ა) კომპლექსის კანონისმიერი ვალდებულება; (ბ) კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: ეფექტიანად შეასრულოს სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებები, განავითაროს პროდუქტები/სერვისები, გაზარდოს  ბიზნესი; უზრუნველყოს საჩივრების/პრეტენზების შესწავლა, დაიცვას მისი ბიზნეს ინტერესები;
  • მიზანი: ანალიტიკა და ანგარიშგება– კომპლექსი ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის მონაცემებს, პროდუქტებსა და სერვისებთან მიმართებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, გარდა ამისა, მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპლექსისთვის, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე, დაკისრებული სხვა მოვალეობის შესასრულებლად და გარე რეპორტინგის უზრუნველსაყოფად. ამისთვის შეიძლება, კომპლექსმა გამოიყენოს პირის საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ტრანზაქციული, სოციო-დემოგრაფიული, ინტერაქციული, დოკუმენტური ან/და სხვა მონაცემი რომელიც დაეხმარება დასახელებული მიზნის მიღწევაში;
  • საფუძველი: (ა) კომპლექსის კანონისმიერი ვალდებულება; (ბ) კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: ეფექტიანად შეასრულოს სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებები, განავითაროს პროდუქტები/სერვისები, გაზარდოს ბიზნესი; დაიცვას საკუთარი მომხმარებელები/ვიზიტორები, თანამშრომლები და კომპლექსის აქტივები; ეფექტიანად მართოს საოპერაციო რისკები; გააჩნდეს მომსახურების, ტრენინგების, სწავლებების, ტრანზაქციების განხორციელების დამადასტურებელი და სხვა შესაბამისი მტკიცებულებები;
  • მიზანი: საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა– კომპლექსმა შეიძლება გამოიყენოს აუდიო-ვიზუალური, საკონტაქტო და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაში;
  • საფუძველი: (ა) მნიშვნელოვანი საჯარო და კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესი, მათ შორის: დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, სისხლისსამართლებრივი დევნა; დაიცვას ვიზიტორები თანამშრომლები და კომპლექსის აქტივები; უზრუნველყოს ქსელის უსაფრთხოება; ეფექტიანად მართოს  საოპერაციო რისკები;

შენიშვნა: კომპლექსის, შესაძლოა, დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტის მონაცემები სხვა ნებისმიერი კანონიერი მიზნებით, ასევე, როდესაც დამუშავების შემდგომი მიზანი თავსებადია თავდაპირველ მიზანთან. 

 

3.6    მონაცემთა დამუშავების პრინციპები

კომპლექსი, მონაცემთა გამოყენებისას, იცავს პერსონალურ მონაცემთა დამუშვების ძირეულ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, აღნიშნული პრინციპები წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც კომპლექსი ახორციელებს ყველა ტიპის პერსონალური მონაცემის დამუშავებას. კომპლექსის ყველა თანამშრომელი და პარტნიორი ვალდებულია დაიცვას ეს პრინციპები მათი საქმიანობისას:

  • კანონიერება, სამართლიანობა და გამჭვირვალობა – მონაცემების დამუშავება ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და სამართლიანი მიდგომით. კომპლექსი უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესის გამჭვირვალებას და იცავს მისი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას;
  • მიზნობრიობა – მონაცემები გროვდება და მუშავდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება ისეთ მიზნებისთვის, რომლებიც შეუთავსებელია თავდაპირველ განსაზღვრულ მიზნებთან (მონაცემების დამუშავებას მათი შეგროვების/მოპოვების მიზნისგან განსხვავებული მიზნით კომპლექსი განახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით);
  • მონაცემთა მინიმალიზაცია – მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემები, რაც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად. მონაცემების მოცულობა და კატეგორია თანაზომადია იმ მიზნის, რომლის მისაღწევადაც მუშავდება მონაცემები;
  • სიზუსტე – კომპლექსი მაქსიმალურად უზრუნველყოფს, დაიცვას მონაცემების სიზუსტე და საჭიროების შემთხვევაში, გაანახლოს, მცდარი ან არასრული მონაცემები გაასწოროს, წაშალოს ან გაანადგუროს უმოკლეს ვადაში, მათი გამოვლენისთანავე;
  • შენახვის ვადების განსაზღვრა –კომპლექსში მონაცემები ინახება მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შეინახება დეპერსონალიზებული (არაიდენტიფიცირებად) ფორმით, თუ კანონით ან/და კანონქვემდებარე აქტით არ არის განსაზღვრული მათი შემდგომი დამუშავება;
  • უსაფრთხოება – მონაცემთა დამუშავებისას კომპლექსი ახორციელებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დაიცვას მონაცემები არასანქცირებული ან უკანონო დამუშავებისგან, დაკარგვის, გამჟღავნების, შემთხვევითი ცვლილების ან განადგურებისაგან. დაცულია პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა სათანადო უსაფრთხოების მექანიზმების საშუალებით;

კომპლექსი პასუხისმგებელია ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვაზე და იღებს ვალდებულებას შეძლოს შესაბამისობის დამტკიცება.

4               მონაცემთა გადაცემა

4.1                            მესამე პირები – რომლებსაც გადაეცემა პერსონალური მონაცემები

კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, ასევე, კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, სრულად და ჯეროვნად რომ განახორციელოს კომპლექსმა წევრების/მომხმარებლის მომსახურება, მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნებიდან გამომდინარე, კომპლექსმა, შესაძლოა მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი კატეგორიის მესამე პირებს:

  • საზედამხედველო, მაკონტროლებელი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და იურიდიული პირები – კომპლექსს, როგორც ანგარიშვალდებულ პირს, მოეთხოვება მონაცემების გაზიარება სახელმწიფო ორგანო(ებ)ისათვის (მაგალითად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურისთვის, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთვის და ა.შ); კომპლექსი ვალდებულია მონაცემები გადასცეს შესაბამის სახელმწიფო საგადახდო ორგანო(ებ)ს; მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლოა საჭირო გახდეს მისი პრეტენზიებისა თუ საჩივრების საპასუხოდ, მაგალითად, კომპლექსის პარტნიორების, საზედამხედველო ორგანოს ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა თუ სხვა უფლებამოსილი პირისათვის.

4.2    პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა

მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, მომსახურების გაწევის/ხელშეკრულების შესრულების ან/და კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, მონაცემთა სუბიექტის მონაცემები შეიძლება გადაიცეს და შეინახოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყანაში რეგისტრირებულ ორგანიზაციებში, რომელიც არ წარმოადგენს გენერალური აუდიტორის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყანას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არმქონე ქვეყნებში, მონაცემების გაზიარების საფრთხეები, შესაძლოა უკავშირდებოდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, ადგილობრივი საზედამხედველო ორგანოს და ინდივიდუალურ მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების არარსებობით (ან მხოლოდ შეზღუდული არსებობით). ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონები და წესები  მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით, შესაძლოა განსხვავდებოდეს საქართველოს კანონმდებლობისგან;  ასეთ შემთხვევაში, კომპლექსი (თუ იარსებობს ასეთი გადაცემის საფუძვლები) იმოქმედებს კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, უზრუნველყოფს, პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც განისაზღვრება, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაციის მიმღები მხარის ვალდებულებები მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.

5               პირდაპირი მარკეტინგი

პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს, განსაზღვრული პერიოდულობით, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირ და უშუალო მიწოდებას ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

კომპლექსი, ამ ეტაპზე, არ ახორციელებს პირდაპირ მარკეტინგს და შესაბამისად, ამ მიზნით არ ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს. მომავალში, კომლექსის მიერ თუ განხორციელდება მარკეტინგული შეთავაზებები, კომპლექსი კანონმდებლობის დაცვით დაამუშვებს მონაცემებს, მათ შორის, უზრუნველყოფს მარკეტინგულ შეთავაზებაზე თანხმობის მოპოვების, დამუშავების შეწყვეტის ან/და უარის თქმის კანონმდებლობით გარანტირებულ სუბიექტის უფლებებს.

6               ვიდეო და აუდიო მონიტორინგი/ფოტოგადაღება

აუდიო მონიტორნიგი: სატელეფონო კომუნიკაციისას, ზარების ჩანაწერების სისტემის (აუდიომონიტორინგი) მეშვეობით, ავტომატურად ხორციელდება კომპლექსის შესაბამის ტელეფონის ნომრებზე შემავალი ან აღნიშნული ნომრიდან გამავალი ზარების ჩაწერა და დამუშავება მომსახურების სრულყოფისა და ჯეროვნად შესრულების, განცხადებების, პრეტენზიების განხილვისა და რეაგირების, ეთიკის კოდექსისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის მონიტორინგის, ასევე კომპლექსის სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის (მათ შორის, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნა) მიზნებისათვის.

სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე, ან ჩაწერის დაწყებისთანავე, კომპლექსი ახდენს  პირის ინფორმირებას აუდიომონიტორინგის თაობაზე. ჩანაწერები ინახება, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც, ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ მიღწეულია მონაცემთა დამუშავების მიზანი და არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, კომპლექსის მიერ  მიღებულია ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩანაწერების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა, მათ შორის:

  • ჩანაწერებზე წვდომა მინიჭებული აქვს კომპლექსში დასაქმებულ პირთა მხოლოდ განსაზღვრულ წრეს, რომელთა წვდომის დონისა და ფარგლების განსაზღვრა ხორციელდება თანამშრომელთა პროფესიული ფუნქციებისა და ჩანაწერებზე მათი წვდომის სამსახურებრივი საჭიროების გათვალისწინებით;
  • მიღებულია შესაბამისი ზომები აუდიომონიტორინგის სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის, უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით;
  • სრულად აღირიცხება აუდიომონიტორინგის სისტემებში არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება;
  • აღირიცხება ჩანაწერების გამჟღავნების ყველა შემთხვევა.

შენახულ აუდიოჩანაწერებზე წვდომა, მათი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში, მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ჩანაწერი შესაძლოა მოითხოვოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრეტენზიის შესწავლის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

კომპლექსის მიერ ჩანაწერების მესამე პირ(ებ)ისთვის გამჟღავნებას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში.

ფოტოგადაღება: კომპლექსი, მისი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებს მონაცემთა სუბიექტის ფოტოგადაღებას კომპიუტერის ვებ-კამერით წევრად რეგისტრაციის დროს, პირის იდენტიფიცირების მიზნით (რომ არ მოხდეს ერთი აბონემენტის სხვა პირების მიერ გამოყენება და საფრთხე არ მიადგეს ადამიანების ჯანმრთელობას), ფოტოგადაღება ხორციელდება წევრის ზეპირი  ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.  

ვიდეო მონიტორინგი: დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის/მოკვლევის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო (კონფიდენციალური) ინფორმაციის დაცვის და კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესების სფეროსთვის მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად (მათ შორის,  ინციდენტების მართვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პროცესების მონიტორინგი, რისკების მართვა, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებების შექმნა და სხვ.) წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრლი წესებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კომპლექსის მიერ ხორციელდება მომსახურების სივრცეების,  შენობ(ებ)ის გარე  და შიდა პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი. ვიდეომონიტორინგი ხორციელდება ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით (შემდგომში – მონიტორინგი). მონიტორინგი ხორციელდება 24/7 საათის განმავლობაში, ხოლო ჩანაწერები ინახება 14 კალენდარული დღით ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რის შემდეგადაც ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.

მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, კომპლექსის  მიერ თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ვიდეოჩაწერის თაობაზე. სამუშაო სივრცის/პროცესის ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში, დასაქმებული პირი წერილობით იქნება გაფრთხილებული ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის (მიზნების) შესახებ. 

ამასთანავე, კომპლექსის მიერ მიღებულია ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩანაწერებში ასახული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა, მათ შორის:

  • უზრუნველყოფილია მონიტორინგის სისტემის ფიზიკური უსაფრთხოება; მონიტორინგის სისტემა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა განთავსებულია დაცულ ოთახშ(ებ)ი, სადაც დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები;
  • ჩანაწერებზე წვდომა მინიჭებული აქვს კომპლექსში დასაქმებულ პირთა მხოლოდ განსაზღვრულ წრეს, რომელთა წვდომის დონის და ფარგლების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება თანამშრომელთა ფუნქციები და ჩანაწერებზე მათი წვდომის სამსახურებრივი საჭიროება;
  • მიღებულია შესაბამისი ზომები სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის, ინტერნეტიდან და კომპიუტერული ქსელიდან უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით;
  • სრულად აღირიცხება მონიტორინგის სისტემებში არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება;
  • აღირიცხება ჩანაწერების გამჟღავნების ყველა შემთხვევა;

შენახულ ვიდეოჩანაწერებზე წვდომა, მათი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში, მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, თუ არსებობს ეჭვი, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახულია დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის (მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) ფაქტი, შესაბამის ჩანაწერზე წვდომის ინტერესი უჩნდება საქმის მწარმოებელ ორგანოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მიზნებისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩანაწერი შესაძლოა მოითხოვოს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაცემთა სუბიექტის პრეტენზიის შესწავლის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

კომპლექსი ჩანაწერების დათვალიერებასა და მესამე პირ(ებ)ისთვის (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოსთვის) გამჟღავნებას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები განისაზღვრება წინამდებარე პოლიტიკის მე-13 პუნქტით. 

7               სამუშაოს მაძიებლის (აპლიკანტის) მონაცემების დამუშავება

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპლექსისთვის ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ პოზიციაზე აპლიკანტის განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება აპლიკანტის რეზიუმესა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „აპლიკანტის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება  განაცხადის განხილვის, ასევე აპლიკანტთა შერჩევის პროცესში მისი დაშვების მიზნით, წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შეინახება 3 (სამი) თვის ვადით თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის  სამართლებრივი საფუძველი, რათა, კომპლექსმა დაიცვას საკანონმდებლო და რეგულაციური მოთხოვნები ან გამოიყენოს მონაცემები ისეთი ლეგიტიმური მიზნებისათვის, როგორიცაა ნებისმიერ პრეტენზიაზე რეაგირება და კომპლექსის სხვა კანონიერი ინტერესების დაცვა.

აპლიკანტის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ პოზიციაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნა/წარმოადგინა განაცხადი, კომპლექსმა შესაძლოა დაამუშავოს და გამოიყენოს სხვა პოზიციაზე მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუ აპლიკანტი წინააღმდეგია, მისი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე და სურს, კომპლექსმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, აპლიკანტი უნდა  დაუკავშირდეს კომპლექსის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: olympic.tbilisi@yahoo.com

8                    არასრულწლოვნების მონაცემთა დამუშავება

არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

არასრულწლოვანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კომპლექსს, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ჰყავს არასრულწლოვანი მომხმარებლები (წევრები), შესაბამისად, კომპლექსი იღებს პასუხისმგებლობას, მიიღოს გონივრული და ადეკვატური ზომა 18 წლამდე არასრულწლოვანის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობის დასადასტურებლად, გაითვალისწინოს და დაიცვას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, რომელთაც აქვთ სურვილი ისარგებლონ კომპლექსის მომსახურებით, კომპლექსი ითხოვს კანონიერი წამომადგენლებისაგან (მშობელი/ მეურვე/ მზრუნველი) ინფორმირებულ წერილობით თანხმობას მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

9             ელექტრონული ხელმოწერა

კომპლექსის სერვისების ფარგლებში – ხელშეკრულებაზე ხელმოწერის (წევრად რეგისტრაციის მიზნით)  უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპლექსში დანერგილია სპეციალური მოწყობილობის საშუალებით (Signify Pad) ელექტრონული ხელმოწერის შესრულების შესაძლებლობა, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ დოკუმენტზე ხელმოწერის ალტერნატივას და აქვს სტანდარტული ხელმოწერის ანალოგიური იურიდიული ძალა.

10               ავტომატიზებული გადაწყვეტილებები

კომპლექსში, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის დანერგილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ავტომატიზებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ დაინერგება კომპლექსში ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღება, კომპლექსი გაითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც  პირისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომატიზირებული საშუალებებით მონაცემთა დამუშავება ეფუძნება თავად პირის თანხმობას, და აუცილებელია მხარეებს შორის ხელშეკრულების დასადებად/შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით.

11          ბიომტერიული მონაცემების დამუშავება და ელექტრონული იდენტიფიკაცია

კომპლექსი, ამ ეტაპზე, მონაცმთა დამუშვებისას, არ იყენებს ისეთ მეთოდებსა და პროცესებს, როგორიცაა ბიომეტრიული მონაცემების დამუშვება, ან/და ელექტრონული იდენტიფიკაცია. მომავალში, თუ კომპლექსი, მისი საქმიანობის კონტექსტიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მიმართავს მონაცემთა დამუშავების აღნიშნულ მეთოდებსა და პროცესებს, იხელმძღვანელებს  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მიიღებს ყველა ზომას, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავსუფლების უზრუნველსაყოფად. 

 

11.1     COOKIES 

„მზა-ჩანაწერები“ (ე.წ. cookie) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც პლატფორმა ინახავს  მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობაზე (სმარტფონი, კომპიუტერი და სხვა), როდესაც მომხმარებელი სტუმრობს ვებგვერდს. „მზა-ჩანაწერების“ გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლის აქტივობის ანალიტიკა და მასზე მორგებული ინფორმაციის შეთავაზება.

განასხვავებენ ე.წ. სავალდებულო  და არაასავალდებულო „მზა-ჩანაწერებს“.

ე.წ. სავალდებულო (აუცილებელი)  „მზა-ჩანაწერები“ აუცილებელია ვებგვერდის ძირითადი ფუნქციებით სარგებლობისთვის, შესაბამისად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გააჩნია ვალდებულება ვებგვერდზე ვიზიტისთანავე  მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მზა-ჩანაწერების გამოყენებასთან დაკავშირებით. ხოლო, არასავალდებულო „მზა-ჩანაწერები“ პლატფორმას ნებას რთავს დამატებით დაამუშაოს ის მონაცემები, რაც არ არის აუცილებელი ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, მაგალითად, მესამე პირთა (“Third Party Cookies”), ასევე სარეკლამო „მზა ჩანაწერები“, რომელიც საჭიროა მომხმარებლისთვის მასზე მორგებული სარეკლამო თემატიკის შესათავაზებლად. 

არასავალდებულო „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებისას მოპოვებულ უნდა იქნას მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, თუ  იგი ვიზიტორის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს.

კომპლექსმა შესაძლებელია, მომავალში გამოიყენოს cookies და მსგავსი ტექნოლოგიები, რომლებიც დაეხმარება გაუმჯობესდეს მომხმარებლის, როგორც იუზერის გამოცდილება ვებ-გვერდ(ებ)ის სტუმრობისას, შესაბამისად, დანერგავს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებისა და თანხმობის მოპოვების მექნიზმებს.

 

12          მონაცემთა უსაფრთხოება

კომპლექსი ნერგავს და ავითარებს  შესაფერის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები არასანქცირებული წვდომის, უკანონო დამუშავების ან/და გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის ან განადგურებისაგან.

კომპლექსი ითავლისწინებს საერთაშორისო პრაქტიკებს და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს მონაცემების უსაფრთხოების სფეროში. ძირითადი უსაფრთხოების ზომები და პრაქტიკა მოიცავს შემდეგს:

წვდომის მართვა და კონფიდენციალურობა: პერსონალურ მონაცემებზე წვდომა კომპლექსის თანამშრომლებს და კონტრაქტორებს ხელი მიუწვდებათ დაკისრებული ფუნქციების და საქმიანობის ფარგლებში. თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან მათთვის მიცემული მონაცემების კონფიდენციალურობა როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომპლექსი განახორციელებს მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, მათ შორის, ინფორმაციის სხვა ქვეყნის რეზიდენტი პირ(ებ)ისათვის გადაცემას, კომპლექსი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, განისაზღვრება მიმღები მხარის ვალდებულებები პირის პერსონალურ მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.

შენიშვნა: კომპლექსის თანამშრომლის მიერ მონაცემებზე ნებისმიერი, არაუფლებამოსილი წვდომის, გამოყენების ან/და გამჟღავნების, წაშლის და სხვა უნებართვო დამუშვების მცდელობა კომპლექსის მხრიდან შეფასდება სათანადო რეაგირებით.

12.1 ჩანაწერების (ლოგების) წარმოება

 მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი ქმედება ელექტრონულ სისტემებში, ლოგირდება (ფიქსირდება ჩანაწერებში): მონაცემთა მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და ქმედების შენახვა (დათვალიერება, რედაქტირება, წაშლა, კორექცია, დეაქტივაცია და ა.შ.), რაც მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა აქტივობის კონტროლისა და მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ლოგირების შესახებ ინფორმაცია ინახება უვადოდ. აღნიშნული ჩანაწერების საფუძველზე, კომპლექსმა უზრუნველყოფს ინციდენტების დროულ გამოვლენასა და  შემდგომში მათი მოკვლევას.

შენიშვნა: არაელექტრონულ (ქაღალდის) ფორმით არსებული დოკუმენტაციის გაცემის, ასლის გადაღების, შეცვლის ან განადგურების/ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, კომპლექსის მიერ, აღრიცხება  მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, რითაც უზრუნველყოფილია ანგარიშვალდებულება და კონტროლი ყველა მონაცემის მოძრაობაზე.

 

12.2 მონაცემთა შენახვის ვადა

კომპლექსი ინახავს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც აღნიშნული მონაცემები შეგროვდა, მათ შორის, ნებისმიერი სამართლებრივი, მარეგულირებელი, საგადასახადო, სააღრიცხვო, ან ანგარიშგებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნებისათვის.

კომპლექსი  მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს, სტანდარტულად, ინახავს 3 (სამი) წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც შეწყვეტს კომპლექსთან საქმიან ურთიერთობას. შენახვის აღნიშნული ვადა, კომპლექსს საშუალებას აძლევს, დაიცვას საკანონმდებლო ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი მოთხოვნები ან გამოიყენოს მონაცემები ისეთი ლეგიტიმური მიზნებისათვის, როგორიცაა ანგარიშგება  ან/და ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის დარეგულირება, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვას.

კომპლექსმა  შესაძლოა მონაცემები შეინახოს უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ აღნიშნული აუცილებელია სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, მაგალითად, საჩივრებზე რეაგირების, თაღლითობასა ან/და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და სხვა.

12.3 ინციდენტების მართვა

კომპლექის მიერ მიღებული ყველა უსაფრთხოების ზომის მიუხედავად, შესაძლებელია, მოხდეს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა – ინციდენტი (მაგალითად, მონაცემების შემთხვევითი გაჟონვა, დაკარგვა, არასანქცირებული წვდომა და სხვა);

კომპლექსს შემუშავებული აქვს ინციდენტებზე რეაგირების ძირითადი კრიტერიუმები: ინციდენტის შესაძლო ფაქტის გამოვლენისთანავე, დადგინდეს მიზეზები და შეძლებისდაგვარად შემცირდეს/აღმოიფხვრას მოსალოდენლი საფრთხე/ზიანი. გაანალიზდეს დაზიანებული მონაცემების კატეგორია და მოცულობა, შეფასდეს შედეგების სიმძიმე და გატარდეს ადეკვატური, ზიანის თანაზომადი, აღმოფხვრითი/აღდგენითი და რეაგირების სხვა შესაბამისი ღონისძიებები;

კომპლექსის მიერ, აღრიცხება თითოეული ინციდენტი, დამდგარი შედეგი და მიღებული ზომები, ასევე საკანონმდებლო ვალდებულების შესაბამისად, თუ ინციდენტი, მისი სიმძიმიდან გამომდიანარე, მნიშვნელოვან ზიანს/საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებებს, კომპლექსი, ინციდენტის შესახებ, არაუგვიანეს 72 საათისა,  შეატყობინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. შეტყობინებაში დეტალურად დაფიქსირდება ინციდენტის შინაარსი, ზომები და სხვა კანონმდებლობით გათალისწინებული აუცილებელი ინფორმაცია. ასევე, თუ ინციდენტი მნიშვნელოვან რისკს/საფრთხეს შეუქმნის მონაცემთა სუბიექტის უფლებებს და თავისუფლებებს, კომპლექსი, შეძლებისდაგვარად, უმოკლედ დროში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და გამონაკლისების გათვლისწინებით, მიაწვდის შესაბამის ინფრომაციას მონაცემთა სუბიექტ(ებ)ს. ობიექტური გარემოებების გამო,  ინფორმაციის მიუწვდომლობის შემთხვევაში, კომპლექსი გაავრცელებს ინფორმაციას საჯაროდ ან ისეთი ფორმით, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

12.4 ბიზნეს პროცესების უწყვეტობა

მონაცემების დაკარგვის პრევენციის მიზნით, კომპლექსი რეგულარულად ახორციელებს, მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლების (backup) შექმნას და შენახვას. სარეზერვო ინფორმაცია ინახება დაცულ გარემოში, ძირითადი ინფრასტრუქტურისაგან გამოყოფილად, რათა ინციდენტის შემთხვევისას, უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების აღდგენა.

12.5     პერიოდული მონიტორინგი და გაუმჯობესება

კომპლექსი რეგულარულად აფასებს მიღებული უსაფრთხოების ზომების ეფექტიანობას. ატარებს მონიტორინგს განსაზღვრული პერიოდულობით ან საჭიროებისამებრ, რათა გამოვლინდეს შესაძლო სისუსტეები. მიღებული შედეგების საფუძველზე, განახლდება მიდგომები და კონტროლის მეთოდები. კომპლექსი, ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებსა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში  საუკეთესოდ აღიარებულ წესებს.

12.6     ზეგავლენის შეფასება

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში: მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით თუ იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე;  თუ მუშავდება დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ან ხორციელდება მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატური და მასშტაბური მონიტორინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კომპლექსი იღებს ვალდებულებას, განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13            მონაცემთა სუბიექტის უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონაცემთა სუბიექტი უზრუნველყოფილია რიგი უფლებებით, რომლებიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

13.1 მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის და ასლის მიღების უფლება 

მონაცემთა სუბიექტის უფლებაა იყოს ინფორმირებული მისი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნისამებრ, კომპლექსი მონაცემთა სუბიექტს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი პერსონალურ მონაცემები მუშავდება, რა მიზნით და საფუძვლით, რა არის მონაცემთა მოპოვების წყაროები, შენახვის ვადები, ვის გადაეცემა მისი პერსონალურ მონაცემები და ა.შ. წინამდებარე დოკუმენტი „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს ამის განაცხადს და მაგალითს.

მონაცემთა სუბიექტს ასევე უფლება აქვს მიიღოთ კომპლექსისგან იმ პერსონალური მონაცემების ასლი, რომელიც მუშავდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვოს, მისთვის სასურველი, ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.

 პერსონალურ მონაცემებზე წდომის ან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენებისათვის, საფასურის გადახდა არ არის დაწესებული, გარდა კანონდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა (მაგალითად, თუ საფასური გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან/და დაწესებულია კომპლექსის მიერ მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო).

მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნების არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში კომპლექსი, ასევე უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე.

13.2 მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება 

თუ კომპლექსის მიერ დამუშავებული მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, მონაცემთს სუბიექტს შეუძლია კომპლექსს მოსთხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება და კომპლექსს მიაწოდოს ამისათვის აუცილებელი ინფორმაცია.

კომპლექსი იღებს ვალდებულებას, მუდმივად იზრუნოს მონაცემთა სისწორესა და განახლებაზე, არაზუსტი მონაცემის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები დადგენილი ვადებითა და პირობებით.

13.3 მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

მონაცემთს სუბიექტს უფლება აქვს კომპლექსის მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ეს უფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მაგალითად, ისეთ ვითარებაში, როცა მონაცემების შენახვის ლეგიტიმური მიზანი აღარ არსებობს ან მონაცემები უკანონოდ მუშავდებოდა. მოთხოვნის მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა კანონიერი საფუძველი, კომპლექსი წაშლის მონაცემებს გონივრულ ვადაში და წერილობით  (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპლექსი მონაცემთა სუბიექტს აცნობებს უარის თქმის საფუძველს და განუმარტავს უარის გასაჩივრების წესს (კანონი ითვალისწინებს გარკვეული მონაცემების შენახვას გარკვეული ვადით, მაგ.: ფინანსური ოპერაციების ჩანაწერები საგადასახადო ვალდებულებების გამო და სხვა).

შენიშვნა: კომპლექსის საქმიანობიდან, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, კომპლექსი შესაძლოა მოკლებული იყოს შესაძლებლობას, მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა.

13.4 მონაცემთა დაბლოკვის უფლება 

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კომპლექსს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების შეზღუდვა), როდესაც პერსონალური მონაცემების სიზუსტე სადავოა მისი მხრიდან ან ითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კომპლექსს გადაამოწმოს პერსონალური მონაცემების სიზუსტე და განიხილოს მოთხოვნა; კერძოდ: როდესაც დამუშავება უკანონოა, თუმცა, მონაცემთა სუბიექტი უარს აცხადებს პერსონალური მონაცემების წაშლაზე და, სანაცვლოდ, ითხოვს მონაცემების დაბლოკვას;

  • როდესაც კომპლექსს აღარ ესაჭიროება პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ მონაცემები სუბიექტს ესაჭიროება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად;
  • როდესაც არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა;

კომპლექსი იღებს ვალდებულებას მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, დაბლოკოს მონაცემები კანონმდებლობით მოთხოვნილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

 

13.5 მონაცემთა გადატანის უფლება 

მონაცემთა სუბიექტის ზეპირი ან წერილობით თანხმობით, ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,  მონაცემთა ავტომატური დამუშვების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კომპლექსს მოსთხოვოს სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიაწოდოს მას მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

კომპლექსი იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა და მიაწოდოს მონაცემები გავრცელებულ ელექტრონულ ფორმატში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურად შეუძლებელია ან არსებობს საფრთხე მესამე პირის უფლებების დარღვევისა.

13.6 ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უფლებები 

კანონმდებლობა მონაცემთა სუბიექტს აძლევს უფლებას არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: (ა) ეფუძნება მონცემთა სუბიექტის მიერ აშკარად გამოხატულ თანხმობას; (ბ)აუცილებელია მხარეებს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; (გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

 ამ ეტაპზე კომპლექსი არ იყენებს ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებებს. კომპლექსის მიერ მომავალში ავტომატიზებულად გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დანერგვის  (მათ შორის პროფაილინგი) შემთხვევაში, სუბიქეტი წინასწარ იქნება ინფორმირებეული მისი უფლებების, მათ შორის უარის თქმისა და გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის შესახებ. ნებისმიერი ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებისას, კომპლექსი უზრუნველყოფს საკმარის დაცვით ზომებს, რათა არ დაირღვეს სუბიექტის უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები.

13.7 მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე

კომპლექსისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული თანხმობა იყოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული და ერთმნიშვნელოვანი.

კომპლექსი მონაცემთა სუბიექტს წინასწარ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას რა მონაცემები, რა მიზნით და რა მოცულობით მუშავდება. კომპლექსი სუბიექტის თანხმობის მისაღებად იყენებს კანონმდებლობით დაშვებულ-ზეპირ ან წერილობით ფორმებს (მაგ.: ხელმოწერა დოკუმენტზე, ზეპირი დადასტურება სატელეფონო საუბარში და ა.შ.).

13.8 თანხმობის გამოხმობის უფლება 

მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გათხოვა შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზების დასახელებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. თანხმობის გამოთხოვის უფლების რეალიზაცია მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დამუშავების საფუძველი არის მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.

მონაცემთა სუბიექტს, თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, კომპლექსს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც განაცხადა თანხმობა, შესაბამისად, კომპლექსს შემუშავებული აქვს თანხმობის გამოთხოვის მომხმარებლისთვის მისაღები და მარტივი მექანიზმები (ელ.ფოსტა, სატელეფონო კომუნიკაცია, მატერიალური ფორმით განაცხადი და ა.შ.).

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, კომპლექსი შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას,  წაშლის ან გაანადგურებს დამუშავებული მონაცემებს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.

შენიშვნა: თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამასთან, თანხმობის გათხოვის შემთხვევაში, კომპლექსი, შესაძლოა, მოკლებულნი იყოს შესაძლებლობას, სრულყოფილად გაწიოს მომსახურება.

დაზუსტება:

მონაცემთა სუბიექტის ზოგიერთი უფლება (თანხმობის გამოთხოვა, ინფორმირება მონაცემთა შეგროვების წყაროებსა და მიზნებზე, საფუძვლებზე და ა.შ.) შესაძლებელია, შეიზღუდოს,  თუ მაგალითად, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან სხვა აღიარებულ საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის თავად მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს.

 მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის კანონმდებლობით გათვალისწებული საფუძვლებისა და გარემობების არსებობის შემთხვევაში, კომპლექსი იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად, წერილობთ აცნობებს მონცემთა სუბიექტს უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის შეზღუდვის მიზნის (მიზნების) მიღწევას.

13.9 გასაჩივრების უფლება 

 თუ მონაცემთა სუბიექტი მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მეტი ინფორმაციისთვის, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია ეწვიოს სამსახურის ვებ-გვერდს:  www.sao.ge, სადაც განთავსებულია საჭირო ინსტრუქციები და საკონტაქტო ინფორმაცია საჩივრისთვის.

მონაცემთა დაცვის სკითხებზე, ასევ უფლებების რეალიზაციის მიზნით, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია კომპლექსს პირდაპირ მიმართოს ან დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: olympic.tbilisi@yahoo.com ან ტელეფონზე: 995 (32) 2 772 773.  სასურველია, მომხმარებელმა  მკაფიოდ მიუთითოს ვინაობა და მოთხოვნის დეტალები, რაც კომპლექსს დაეხმარება ვინაობის დადასტურებასა და პერსონალურ მონაცემებზე წვდომის (ან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენების) უზრუნველყოფაში. აღნიშნული წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების უკანონო/უსაფუძვლო გამჟღავნების პრევენციას. საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსი, ასევე შესაძლებელია, დაუკავშირდეს მონაცემთა სუბიექტს მოთხოვნის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რათა დროულად შეძლოს საპასუხო ინფორმაციის მოწოდება.

კომპლექსი იღებს პასუსხიმგებლობას, მონაცემთა სუბიექტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დროულად და კანონმდებლობის დაცვით, აღმოფხვრას ნებისმიერი დარღვევა ან ხარვეზი, რომელიც საფრთხეს უქმნის მონაცემთა სუბიექტის კანონით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებას.

 

13.10                          პასუხის გაცემის ვადა

მონაცემთა სუბიექტის ყველა სამართლებრივ მოთხოვნაზე კომპლექსი რეაგირებას განახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში.

14          მესამე პირები

 იმისათვის, რომ კომპლექსმა შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები, დაიცვას ლეგიტიმური ინტერესები, ასევე სრულად და ჯეროვნად განახორციელოს მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება, მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნებიდან გამომდინარე, კომპლექსმა შესაძლოა მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ან/და გადასცეს (ხელმისაწვდომი გახადოს) მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი კატეგორიის მესამე პირ(ებ)ს:

  • კომპლექსისთვის მომსახურების გამწევი პროფესიული კომპანიები, მათ შორის გარე ფინანსური და იურიდიული მრჩევლები, ადვოკატები, ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებლები, უძრავი ქონების შემფასებლები, აუდიტორული, კვლევითი, სარეკლამო კომპანიები, საკონსულტაციო, კვლევითი, მარკეტინგული და სხვა შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებები, როგორიცაა საზედამხედველო, დამოუკიდებელი, სასამართლო, საარბიტრაჟო, საგამოძიებო, სააღსრულებო და სხვა დაწესებულებები, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათ მიერ შექმნილი იურიდიული პირები, მათ შორის და არამხოლოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ – შრომის ინსპქციის სამსახური; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, საგადასახადო ორგანოები, სააღსრულებო ბიურო(ები) – განცხადების განხილვის, მომსახურების გაწევის, კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესის დაცვის, კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებისა და ანგარიშგების მიზნებისათვის;
  • კორპორატიული კლიენტები, რომლებიც იყენებენ კომპლექსის მომსახურებებს:
  • სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო მომსახურების უზრუნველსაყოფად;
  • საკურიერო კომპანიები კორესპონდენციის ჩაბარების უზრუნველსაყოფად;
  • კომპლექსის კონტრაქტორი კომპანიები, რომელთანაც ერთად კომპლექსი კომერციული კუთხით თანამშრომლობს, მათ შორის პარტნიორი დეველოპერული კომპანიები, სავაჭრო ობიექტები და სხვა.
  • სხვა ნებისმიერი პირი, რომლისთვისაც მონაცემთა გაზიარება ან/და მათგან გამოთხოვა ემსახურება ანგარიშგებასთან, კანონმდებლობის ან/და შესაბამის ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან, ასევე აუდიტის/მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებულ კომპლექსის მოვალეობების შესრულებას და კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესების დაცვას.

აღნიშნული,  ჩამონათვალი, არ არის სრული, ამომწურავი და დროდადრო მესამე პირების რაოდენობა ან/და კატეგორიები შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს, თუმცა მიუხედავად ამისა მონაცემების დამუშავების კუთხით კომპლექსის ქმედებები შესაბამისობაში იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიმღები მესამე პირი და კომპლექსი არ აგებს პასუხს ინფორმაციის მიმღები პირის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევისთვის, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15              მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი

დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, გარკვეული მონაცემების დამუშავებისას, კომპლექსს, შესაძლოა, წარმოადგენდეს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და მოქმედებდეს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით, ან/და მხარეები მოქმედებდნენ, როგორც თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები.

თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მხარე წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, ხოლო, მეორე – დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

  • დაამუშაოს მონაცემები, მხოლოდ, სამართლებრივი აქტის ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც უნდა განისაზღვროს მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები;
  • უზრუნველყოს, რომ იმ ფიზიკურ პირ(ებ)ს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
  • უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ შორის, მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისგან დასაცავად;
  • უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების (მათ შორის, ინციდენტების შესახებ, მონაცემთა შეგროვების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი გამჟღავნების (გადაცემის), დაკავშირებისა და წაშლის თაობაზე ინფორმაციის) აღრიცხვა (მათ შორის, ე.წ. ლოგირება)  და შესაბამის მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა; არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების (მათ შორის, ინციდენტების შესახებ ინფორმაციის) აღრიცხვა;
  • ითანამშრომლოს და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა გაუწიოს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელებაში, სადაც აღნიშნული მოითხოვება კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით;
  • მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე არ განახორციელოს პერსონალური მონაცემების გადაცემა (ტრანსფერი) იმ სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც არ განეკუთვნება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონას და არ არის მითითებული სახელმწიფო აუდიტორის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას;
  • მიიღოს სათანადო ორგანიზაციულ – ტექნიკური ზომები, რათა დაეხმაროს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით საზედამხედველო და სხვა უფლებამოსილი ორგანო(ები)ს მომართვებზე დროულ რეაგირებაში, ასევე მის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვ.) განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით შესრულებაში;
  • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაეხმაროს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში.
  • დაუშვებელია დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შეთანხმებით ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება.
  • დაუშვებელია, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება გადასცეს სხვა პირ(ებ)ს დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამასთან, გადაცემაზე დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მონაცემთა დამუშავების უფლების გადაცემა განახორციელოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მონაცემთა მიმღები (ქვე)კონტრაქტორ(ებ)ი ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომა პერსონალური მონაცემების შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი დაკარგვისაგან დასაცავად და მათზე გავრცელდება ყველა ის ვალდებულება, რომლის შესრულებაზეც ხელშეკრულებით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი;
  • პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის ან კონფიდენციალურობის სხვაგვარად დარღვევის (ინციდენტის) შესახებ დაუყოვნებლივ (ან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა წერილობით/ელექტრონული ფორმით შეატყობინოს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს;
  • მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს სრულად გადასცეს მის ხელთ არსებული მონაცემები;
  • მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნისთანავე, ასევე შესაბამისი ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა (თუ აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანი მოცულობისაა ან/და საჭიროებს მოძიებას/თავმოყრას) უნდა გადასცეს მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს პერსონალური მონაცემები და აღდგენის შესაძლებლობის გარეშე წაშალოს/გაანადგუროს მისთვის გადაცემული/გაზიარებული პერსონალური მონაცემები და ამ მონაცემების შემცველი ელექტრონული ან ფიზიკური ფორმით დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუ მათი შენახვის ვალდებულება კანონმდებლობით არ არის დადგენილი;

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

15.1 თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირი

თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეები წარმოადგენენ მონაცემთა თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი თითოეული პირი (შემდგომში – თანადამმუშავებელი) ვალდებულია:

  • მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები პერსონალური მონაცემების შემცველი შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, დაზიანებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უნებართვო ან უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი დაკარგვისაგან დასაცავად;
  • ინფორმაციაზე წვდომა დაუშვას მხოლოდ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ასრულებენ მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს და რომელთაც აქვთ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ;
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს თანადამმუშავებელთან, რათა უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავების შესაბამისობა კანონთან;
  • პერსონალური მონაცემები დაამუშაოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნათა დაცვით;
  • ითანამშრომლოს და კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა გაუწიოს თანადამმუშავებელს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელებაში, სადაც აღნიშნული მოითხოვება კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით;
  • დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის ან კონფიდენციალურობის სხვაგვარად დარღვევის (ინციდენტის) შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა წერილობით/ელექტრონული ფორმით შეატყობინოს თანადამმუშავებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ინციდენტის გარემოებების, სახისა და დროის შესახებ; ინციდენტის შედეგად უნებართვოდ გამჟღავნებული, დაზიანებული, წაშლილი, განადგურებული, მოპოვებული, დაკარგული, შეცვლილი მონაცემების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის, აგრეთვე იმ მონაცემთა სუბიექტების სავარაუდო კატეგორიებისა და რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ინციდენტის შედეგად შეექმნათ საფრთხე, ინციდენტით გამოწვეული სავარაუდო ზიანის, მისი შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა (თანა)დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ინციდენტის შესახებ შეატყობინოს მონაცემთა სუბიექტს და რა ვადაში;
  • დაუყოვნებლივ წერილობით/ელექტრონული ფორმით უნდა აცნობოს თანადამმუშავებელს შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების მოთხოვნით სასამართლო, სამართალდამცავი, მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოების და სხვა უწყებიდან შემოსული მიმართვების თაობაზე;
  • უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან მონაცემთა შეგროვების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი ინფორმირება მონაცემთა დამუშავების მიზნების, საფუძვლების, ვადების, (თანა)დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ან/და უფლებამოსილი პირ(ებ)ის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ და სხვა. ასევე მონაცემთა სუბიექტის კანონით გათვალისწინებული უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვა.)  თაობაზე;
  • უზრუნველყოს თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მონაცემთა სუბიექტისთვის. ამასთან, მონაცემთა სუბიექტს არ უნდა შეეზღუდოს თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლება;
  • მონაცემთა სუბიექტისგან კანონით გათვალისწინებული მისი უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვა.)  რეალიზაციის მიზნით წარმოდგენილი განცხადების/მოთხოვნის/მიმართვის მიღებისას, აღნიშნული მოთხოვნის მიმღებმა თანადამმუშავებელმა უნდა განსაზღვროს მოთხოვნის განხილვაზე პასუხისმგებელი თანადამმუშავებელი და გონივრულ ვადაში, ისე რომ არ დაირღვეს კანონით გათვალისწინებული განხილვის ვადები, გადაუგზავნოს აღნიშნული მოთხოვნა რეაგირებისათვის. მონაცემთა სუბიექტთან ყველა საჭირო კომუნიკაცია უნდა უზრუნველყოს განცხადების თავდაპირველად მიმღებმა თანადამმუშავებელმა;
  • მოთხოვნის განხილვაზე პასუხისმგებელი თანადამმუშავებელი განისაზღვრება შემდეგნაირად: თუ მონაცემთა სუბიექტის მონაცემები არის მონაცემთა ნაკრების/ერთობლიობის ნაწილი, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ერთ კონკრეტულ თანადამმუშავებელს, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი იქნება ეს უკანასკნელი. სხვა შემთხვევაში, განცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი იქნება მონაცემთა ის თანადამმუშავებელი, ვინც მიიღო მონაცემთა სუბიექტის განცხადება (ვისაც მონაცემთა სუბიექტმა მიმართა);
  • მონაცემთა თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან გაუწიონ ერთმანეთს მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების (მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, გასწორება, განახლება და სხვ.) რეალიზებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;
  • განახორციელოს ყველა სხვა მოქმედება რაც თანადამუშავებაზე პასუხიმგებელი პირებისათვის გათვალისწინებულია კანონით.

შენიშვნა: პერსონალურ მონაცემთა თანადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

16         სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა

კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, კომპლექსი სრულად ითანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. თუ სამსახური კომპლექსს რაიმე კითხვით, შემოწმებით ან რეკომენდაციით მიმართავს, კომპლექსი იღებს პასუხისმგებლობას, დროულად და ამომწურავად მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მის მიერ მონაცემთა სუბიექტის საჩივრის განხილვისა და  მოკვლევის პროცესში და იმოქმედოს სახელმწიფოს აუდტის სამსახურის მითითებების/რეკომენდაციების შესაბამისად.

16.1     პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ნებაყოფლობითია.

კომპლექსისთვის, კანონმდებლობით არ არის სავალდებულო ოფიცრის დანიშვნა (ამ ეტაპზე, კომპლექსი არ ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს და არ ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს).

აღნიშნულის მიუხედავად, კომპლექსი მუდმივად ზრუნავს, უზრუნველყოს: მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხების, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, თანამშრომლების ინფორმირების, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევის, კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 

17          კომპლექსის პასუხისმგებლობა

აღნიშნული პოლიტიკა არის  კომპლექსის განაცხადი პერსონალურ მონაცემთა დაცვის  მნიშვნელობის გაცნობიერებასა და  პასუხისმგებლობის აღებაზე. კომპლექსის მიზანია, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, შეინარჩუნოს პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი და განახორციელოს საქმიანობა პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალობით, რის დასტურსაც წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკა.

კომპლექსი, პერიოდულად განიხილავს და განაახლებს პოლიტიკას კანონმდებლობის ცვლილებების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  რეკომენდაციების ან შიდა პროცესების მოდიფიკაციის საფუძველზე.

დამტკიცების თარიღი:  „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ამოქმედებულია 2025 წლის 1 დეკემბრიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე არ შეიცვლება ან გაუქმდება ახალი რედაქციით.

დოკუმენტის ვერსია: 01