შპს „მონიო“
სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის
„ოლიმპიკის“
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
თბილისი
2026
შინაარსი
1.2 მონაცემთა დამუშვებაზე პასუხისმგებლი პირი. 4
1.3 მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. 4
1.5 პოლიტიკის გავრცელების სფერო.. 4
2 გამოყენებული ტერმინები და განმარტებები. 5
3 მონაცემთა დამუშავების ფარგლები და საშუალებები, მიზნები და საფუძვლები. 6
3.1 რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპლექსი. 7
3.2 პერსონალურ მონაცემთა შეგროვების არხები. 8
3.2.1 მონაცემების შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან. 8
3.2.2 მონაცემთა შეგროვება მესამე პირ(ებ)ისგან. 8
3.3 რა სჭირდება კომპლექსს მონაცემთა სუბიექტისგან. 9
3.4 პერსონალური მონაცემების მოუწოდებლობის შედეგები. 9
3.5 დამუშავების მიზნები და საფუძვლები. 9
3.6 მონაცემთა დამუშავების პრინციპები. 11
4.1 მესამე პირები – რომლებსაც გადაეცემა პერსონალური მონაცემები. 12
4.2 პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა. 12
6 ვიდეო და აუდიო მონიტორინგი/ფოტოგადაღება. 13
7 სამუშაოს მაძიებლის (აპლიკანტის) მონაცემების დამუშავება. 14
8 არასრულწლოვნების მონაცემთა დამუშავება. 15
10 ავტომატიზებული გადაწყვეტილებები. 16
11 ბიომტერიული მონაცემების დამუშავება და ელექტრონული იდენტიფიკაცია. 16
12.1 ჩანაწერების (ლოგების) წარმოება. 17
12.2 მონაცემთა შენახვის ვადა. 17
12.4 ბიზნეს პროცესების უწყვეტობა. 18
12.5 პერიოდული მონიტორინგი და გაუმჯობესება. 18
13 მონაცემთა სუბიექტის უფლებები. 19
13.1 მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის და ასლის მიღების უფლება. 19
13.2 მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება. 19
13.3 მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება. 19
13.4 მონაცემთა დაბლოკვის უფლება. 20
13.5 მონაცემთა გადატანის უფლება. 20
13.6 ავტომატიზებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული უფლებები. 20
13.7 მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე. 21
13.8 თანხმობის გამოხმობის უფლება. 21
13.10 პასუხის გაცემის ვადა. 22
15 მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი. 23
15.1 თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირი. 25
16 სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა. 26
16.1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. 26
17 კომპლექსის პასუხისმგებლობა. 27
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მონიო“ წარმოდგენილი სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის „ოლიმპიკი“ სახით (შემდგომში – კომპლექსი) წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის სპორტულ/გამაჯანსაღებელ სერვისებს (საცურაო აუზი, ფიტნესის დარბაზი, მასაჟის კაბინეტი და სხვა სპორტული სექციები).
კომპლექსის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ჩოლოყაშვილის I კვ. 5ბ
საიდენტიფიკაციო ნომერი: 206114202
საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტა: olympic.tbilisi@yahoo.com
საკონტაქტო ტელეფონი 995 (32) 2 772 773; 995 (32) 2 773 772
კომპლექსი თავის საქმიანობის განხორცილებისას, წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშვებისთვის პასუხისმგებელ პირს, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, პასუხისმგებელია მათ უსაფრთხოდ და კანონიერად დამუშავებაზე.
კომპლექსის, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის, მონაცემებს ამუშავებს და მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შპს „იუნიბილინგი“ (საიდენ. N402183196), რომელთანაც კომპლექსს მონაცემთა დამუშავებაზე საკითხები დარეგულირებული აქვს წერილობითი შეთანხმებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად (იხ. წინამდებარე პოლიტიკის 15-ე პუნქტი).
მონაცემთა დაცვის წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს, კომპლექსის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულ ორაგნიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს.
პოლიტიკის მიზანია, კომპლექსის მომხმარებლებს/წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს (შემდგომში – მონაცემთა სუბიექტი), მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებებისა და მონაცემთა დაცვის საშუალებების შესახებ, უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავების პროცესის გამჭირვალეობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად.
პოლიტიკა მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებსა და სტანდარტებს.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს, კანონმდებლობისა და კომპლექსის საქმიანობის ცვლილებების შესაბამისად. წინამდებარე პოლიტიკის უახლესი ვერსია დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია კომპლექსის ვებ-გვერდზე (https://olympic.ge).
პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელთა მონაცემებსაც კომპლექსი ამუშავებს თავისი საქმიანობისას. მათ შორის:
წინამდებარე პოლიტიკის დებულებები ვრცელდება კომპლექსის საქმიანობის ყველა სფეროსა და პროცესზე, სადაც ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება.
პერსონალური მონაცემი (შემდგომში − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი − მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, აგრეთვე მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაცია, თუ იგი მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იძლევა;
მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება (მათ შორის, კომპლექსის წევრები/მომხმარებლები);
წევრი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს კომპლექსის მიერ შეთავაზებული სერვისებით, მათ შორის იღებს აბონემენტს, იყენებს ობიექტის ინფრასტრუქტურას, მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს და იცავს კომპლექსის მომსახურების წესებსა და პირობებს;
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები − დამუშავებისთვის პასუხისმგებელი ორი ან ორზე მეტი პირი, რომლებიც ერთობლივად განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას;
მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან/და დროს საჭიროებს;
ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას;
ბარათი/სილიკონის ჩიპიანი სამაჯური – ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც გაიცემა სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის მომხმარებელზე და გამოიყენება სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსში შესვლისა და მომსახურებების მიღებისათვის. ბარათი/სილიკონის ჩიპიანი სამაჯური უზრუნველყოფს მომხმარებლის იდენტიფიკაციას, აბონემენტის სტატუსის შემოწმებას და კომპლექსის სხვადასხვა ზონაში დაშვების კონტროლს;
აბონემენტი – ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების, წინასწარ შეძენილ არამატერიალურ პაკეტი, რომელიც მომხმარებელს განსაზღვრული ვადით ან განსაზღვრული რაოდენობის ვიზიტით ანიჭებს უფლებას ისარგებლოს სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსის ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი სერვისებით.
წინამდებარე პოლიტიკაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა;
კომპლექსი უფლებამოსილია, წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით, განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპლექსთან ურთიერთობის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდგომაც.
კომპლექსის მიერ მონაცემთა დამუშავება, შესაძლოა მოიცავდეს, ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მონაცემთა მოპოვებას, შეგროვებას, მათზე წვდომას, ფოტოგადაღებას, აუდიო/ვიდეომონიტორინგს, ორგანიზებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
კომპლექსი იყენებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომლის დაჯგუფებაც შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებად, რომელებიც მოიცავენ, თუმცა, შესაძლოა არ შემოიფარგლებოდნენ ქვემოთ მოცემული მონაცემებით.
შენიშვნა: კომპლექსთან მონაცემთა სუბიექტის ურთიერთობის ხასიათისა და მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, შესაძლებელია, კომპლექსმა დაამუშაოს შესაბამის კატეგორიაში (კატეგორიებში) მითითებული ყველა ან მხოლოდ ზოგიერთი მონაცემი.
დამატებით, კომპლექსმა, შესაძლოა დაამუშაოს ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც უკავშირდება მონაცემთა სუბიექტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა პირებთან მისი დაჯგუფება პირის ფიზიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებითა თუ ტრანზაქციული და სხვა ტიპის მონაცემების გამოყენებით, წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
მონცემთა შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან ხორციელდება, როდესაც:
კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებით, მათ შორის, სადაც საჭიროა, მონაცემთა სუბიექტის თანხმობით, კომპლექსმა, შესაძლოა, პირის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს გარე წყაროებიდან, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი პირ(ებ)ისგან:
მაგალითად:
მოცემულ შემთხვევებში, მესამე პირი თავადაა პასუხისმგებელი, უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის წინასწარი ინფორმირება მისი პერსონალური მონაცემების კომპლექსში წარდგენისა და შემდგომი დამუშავების შესახებ და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მონაცემთა გაზიარების მიზნისა და მოცულობასთან დაკავშირებით, წინამდებარე პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: მონაცემთა გამცემი ან/და მიმღები მესამე პირების კატეგორიები განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკით (იხ. პუნქტი: 14).
კომპლექსისითვის მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის წევრის) მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული. თუ, მონაცემთა სუბიექტი მიიჩნევს, რომ მის შესახებ კომპლექსში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპლექსს ამის შესახებ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კომპლექსს აწვდის მესამე პირების (თავდები პირი, ოჯახის წევრი, საკონტაქტო პირი, დამსაქმებელი, დასაქმებული, თანამშრომელი, რეკომენდატორი, აპლიკანტი და სხვა) შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მათ პერსონალურ მონაცემებს, მონაცემების მომწოდებელი თავად არის ვალდებული, ამ ინფორმაციის კომპლექსისთვის გადაცემამდე, მოპოვებული ჰქონდეს ზემოაღნიშნულ პირთა ნებართვა ან/და თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების კომპლექსისთვის გაზიარებასა და კომპლექსის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპლექსისთვის ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი გულისხმობს ამ პირ(ებ)ის სათანადო წესით ინფორმირებას/თანხმობის წინასწარ მოპოვებას და აღარ საჭიროებს კომპლექსის მხრიდან ამ პირთა დამატებით ინფორმირებას ან/და დასტურის მიღებას.
როდესაც პირის პერსონალური მონაცემების შეგროვება აუცილებელია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის, განცხადების განხილვის (მომსახურების გაწევის) ან არსებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ან ხელშეკრულების დასადებად, მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტის მიერ აღნიშნულ მონაცემების მოუწვდომლობის შემთხვევაში, კომპლექსი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, განიხილოს განცხადება, გაწიოს მომსახურება, შეასრულოს უკვე არსებული ან ის ხელშეკრულება, რომლის დადებაც იგეგმება (მაგალითად, შესაბამისი პროდუქტის ან/და სერვისის მიწოდება).
მონაცემთა სუბიექტთან ურთიერთობის ხასიათისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შესაძლოა, განხორციელდეს სხვადახვა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლებით, მათ შორის:
შენიშვნა: კომპლექსის, შესაძლოა, დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტის მონაცემები სხვა ნებისმიერი კანონიერი მიზნებით, ასევე, როდესაც დამუშავების შემდგომი მიზანი თავსებადია თავდაპირველ მიზანთან.
კომპლექსი, მონაცემთა გამოყენებისას, იცავს პერსონალურ მონაცემთა დამუშვების ძირეულ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, აღნიშნული პრინციპები წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც კომპლექსი ახორციელებს ყველა ტიპის პერსონალური მონაცემის დამუშავებას. კომპლექსის ყველა თანამშრომელი და პარტნიორი ვალდებულია დაიცვას ეს პრინციპები მათი საქმიანობისას:
კომპლექსი პასუხისმგებელია ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვაზე და იღებს ვალდებულებას შეძლოს შესაბამისობის დამტკიცება.
კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, ასევე, კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, სრულად და ჯეროვნად რომ განახორციელოს კომპლექსმა წევრების/მომხმარებლის მომსახურება, მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნებიდან გამომდინარე, კომპლექსმა, შესაძლოა მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი კატეგორიის მესამე პირებს:
მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, მომსახურების გაწევის/ხელშეკრულების შესრულების ან/და კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, მონაცემთა სუბიექტის მონაცემები შეიძლება გადაიცეს და შეინახოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყანაში რეგისტრირებულ ორგანიზაციებში, რომელიც არ წარმოადგენს გენერალური აუდიტორის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყანას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არმქონე ქვეყნებში, მონაცემების გაზიარების საფრთხეები, შესაძლოა უკავშირდებოდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, ადგილობრივი საზედამხედველო ორგანოს და ინდივიდუალურ მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების არარსებობით (ან მხოლოდ შეზღუდული არსებობით). ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონები და წესები მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით, შესაძლოა განსხვავდებოდეს საქართველოს კანონმდებლობისგან; ასეთ შემთხვევაში, კომპლექსი (თუ იარსებობს ასეთი გადაცემის საფუძვლები) იმოქმედებს კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, უზრუნველყოფს, პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც განისაზღვრება, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაციის მიმღები მხარის ვალდებულებები მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.
პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს, განსაზღვრული პერიოდულობით, ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირ და უშუალო მიწოდებას ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
კომპლექსი, ამ ეტაპზე, არ ახორციელებს პირდაპირ მარკეტინგს და შესაბამისად, ამ მიზნით არ ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს. მომავალში, კომლექსის მიერ თუ განხორციელდება მარკეტინგული შეთავაზებები, კომპლექსი კანონმდებლობის დაცვით დაამუშვებს მონაცემებს, მათ შორის, უზრუნველყოფს მარკეტინგულ შეთავაზებაზე თანხმობის მოპოვების, დამუშავების შეწყვეტის ან/და უარის თქმის კანონმდებლობით გარანტირებულ სუბიექტის უფლებებს.
აუდიო მონიტორნიგი: სატელეფონო კომუნიკაციისას, ზარების ჩანაწერების სისტემის (აუდიომონიტორინგი) მეშვეობით, ავტომატურად ხორციელდება კომპლექსის შესაბამის ტელეფონის ნომრებზე შემავალი ან აღნიშნული ნომრიდან გამავალი ზარების ჩაწერა და დამუშავება მომსახურების სრულყოფისა და ჯეროვნად შესრულების, განცხადებების, პრეტენზიების განხილვისა და რეაგირების, ეთიკის კოდექსისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების დაცვის მონიტორინგის, ასევე კომპლექსის სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაცვის (მათ შორის, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნა) მიზნებისათვის.
სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე, ან ჩაწერის დაწყებისთანავე, კომპლექსი ახდენს პირის ინფორმირებას აუდიომონიტორინგის თაობაზე. ჩანაწერები ინახება, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში, რის შემდეგაც, ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ მიღწეულია მონაცემთა დამუშავების მიზანი და არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, კომპლექსის მიერ მიღებულია ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩანაწერების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა, მათ შორის:
შენახულ აუდიოჩანაწერებზე წვდომა, მათი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში, მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ჩანაწერი შესაძლოა მოითხოვოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრეტენზიის შესწავლის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
კომპლექსის მიერ ჩანაწერების მესამე პირ(ებ)ისთვის გამჟღავნებას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში.
ფოტოგადაღება: კომპლექსი, მისი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, ახორციელებს მონაცემთა სუბიექტის ფოტოგადაღებას კომპიუტერის ვებ-კამერით წევრად რეგისტრაციის დროს, პირის იდენტიფიცირების მიზნით (რომ არ მოხდეს ერთი აბონემენტის სხვა პირების მიერ გამოყენება და საფრთხე არ მიადგეს ადამიანების ჯანმრთელობას), ფოტოგადაღება ხორციელდება წევრის ზეპირი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
ვიდეო მონიტორინგი: დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის/მოკვლევის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო (კონფიდენციალური) ინფორმაციის დაცვის და კომპლექსის ლეგიტიმური ინტერესების სფეროსთვის მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად (მათ შორის, ინციდენტების მართვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პროცესების მონიტორინგი, რისკების მართვა, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებების შექმნა და სხვ.) წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრლი წესებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, კომპლექსის მიერ ხორციელდება მომსახურების სივრცეების, შენობ(ებ)ის გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი. ვიდეომონიტორინგი ხორციელდება ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით (შემდგომში – მონიტორინგი). მონიტორინგი ხორციელდება 24/7 საათის განმავლობაში, ხოლო ჩანაწერები ინახება 14 კალენდარული დღით ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რის შემდეგადაც ექვემდებარება ავტომატურ განადგურებას, თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი.
მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, კომპლექსის მიერ თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ვიდეოჩაწერის თაობაზე. სამუშაო სივრცის/პროცესის ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში, დასაქმებული პირი წერილობით იქნება გაფრთხილებული ვიდეომონიტორინგის კონკრეტული მიზნის (მიზნების) შესახებ.
ამასთანავე, კომპლექსის მიერ მიღებულია ყველა შესაბამისი ქმედითი და ადეკვატური ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჩანაწერებში ასახული მონაცემების უკანონო/შემთხვევითი გამჟღავნება, მათი არასასურველი მიზნით გამოყენება, გავრცელება და სხვა, მათ შორის:
შენახულ ვიდეოჩანაწერებზე წვდომა, მათი დათვალიერება და რიგ შემთხვევებში, მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, თუ არსებობს ეჭვი, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახულია დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის (მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) ფაქტი, შესაბამის ჩანაწერზე წვდომის ინტერესი უჩნდება საქმის მწარმოებელ ორგანოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მიზნებისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩანაწერი შესაძლოა მოითხოვოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონაცემთა სუბიექტის პრეტენზიის შესწავლის ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
კომპლექსი ჩანაწერების დათვალიერებასა და მესამე პირ(ებ)ისთვის (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოსთვის) გამჟღავნებას ახორციელებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები განისაზღვრება წინამდებარე პოლიტიკის მე-13 პუნქტით.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპლექსისთვის ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ პოზიციაზე აპლიკანტის განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება აპლიკანტის რეზიუმესა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „აპლიკანტის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება განაცხადის განხილვის, ასევე აპლიკანტთა შერჩევის პროცესში მისი დაშვების მიზნით, წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შეინახება 3 (სამი) თვის ვადით თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის სამართლებრივი საფუძველი, რათა, კომპლექსმა დაიცვას საკანონმდებლო და რეგულაციური მოთხოვნები ან გამოიყენოს მონაცემები ისეთი ლეგიტიმური მიზნებისათვის, როგორიცაა ნებისმიერ პრეტენზიაზე რეაგირება და კომპლექსის სხვა კანონიერი ინტერესების დაცვა.
აპლიკანტის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ პოზიციაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნა/წარმოადგინა განაცხადი, კომპლექსმა შესაძლოა დაამუშავოს და გამოიყენოს სხვა პოზიციაზე მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუ აპლიკანტი წინააღმდეგია, მისი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე და სურს, კომპლექსმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს კომპლექსის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: olympic.tbilisi@yahoo.com
არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
არასრულწლოვანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კომპლექსს, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ჰყავს არასრულწლოვანი მომხმარებლები (წევრები), შესაბამისად, კომპლექსი იღებს პასუხისმგებლობას, მიიღოს გონივრული და ადეკვატური ზომა 18 წლამდე არასრულწლოვანის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის არსებობის დასადასტურებლად, გაითვალისწინოს და დაიცვას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, რომელთაც აქვთ სურვილი ისარგებლონ კომპლექსის მომსახურებით, კომპლექსი ითხოვს კანონიერი წამომადგენლებისაგან (მშობელი/ მეურვე/ მზრუნველი) ინფორმირებულ წერილობით თანხმობას მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისისა.
კომპლექსის სერვისების ფარგლებში – ხელშეკრულებაზე ხელმოწერის (წევრად რეგისტრაციის მიზნით) უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპლექსში დანერგილია სპეციალური მოწყობილობის საშუალებით (Signify Pad) ელექტრონული ხელმოწერის შესრულების შესაძლებლობა, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ დოკუმენტზე ხელმოწერის ალტერნატივას და აქვს სტანდარტული ხელმოწერის ანალოგიური იურიდიული ძალა.
კომპლექსში, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის დანერგილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ავტომატიზებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ დაინერგება კომპლექსში ავტომატიზებული გადაწყვეტილებების მიღება, კომპლექსი გაითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის უფლებას, ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც პირისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს, მოითხოვოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანური რესურსის ჩართულობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ავტომატიზირებული საშუალებებით მონაცემთა დამუშავება ეფუძნება თავად პირის თანხმობას, და აუცილებელია მხარეებს შორის ხელშეკრულების დასადებად/შესასრულებლად ან გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
კომპლექსი, ამ ეტაპზე, მონაცმთა დამუშვებისას, არ იყენებს ისეთ მეთოდებსა და პროცესებს, როგორიცაა ბიომეტრიული მონაცემების დამუშვება, ან/და ელექტრონული იდენტიფიკაცია. მომავალში, თუ კომპლექსი, მისი საქმიანობის კონტექსტიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მიმართავს მონაცემთა დამუშავების აღნიშნულ მეთოდებსა და პროცესებს, იხელმძღვანელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მიიღებს ყველა ზომას, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავსუფლების უზრუნველსაყოფად.
„მზა-ჩანაწერები“ (ე.წ. cookie) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც პლატფორმა ინახავს მონაცემთა სუბიექტის მოწყობილობაზე (სმარტფონი, კომპიუტერი და სხვა), როდესაც მომხმარებელი სტუმრობს ვებგვერდს. „მზა-ჩანაწერების“ გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლის აქტივობის ანალიტიკა და მასზე მორგებული ინფორმაციის შეთავაზება.
განასხვავებენ ე.წ. სავალდებულო და არაასავალდებულო „მზა-ჩანაწერებს“.
ე.წ. სავალდებულო (აუცილებელი) „მზა-ჩანაწერები“ აუცილებელია ვებგვერდის ძირითადი ფუნქციებით სარგებლობისთვის, შესაბამისად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გააჩნია ვალდებულება ვებგვერდზე ვიზიტისთანავე მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მზა-ჩანაწერების გამოყენებასთან დაკავშირებით. ხოლო, არასავალდებულო „მზა-ჩანაწერები“ პლატფორმას ნებას რთავს დამატებით დაამუშაოს ის მონაცემები, რაც არ არის აუცილებელი ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, მაგალითად, მესამე პირთა (“Third Party Cookies”), ასევე სარეკლამო „მზა ჩანაწერები“, რომელიც საჭიროა მომხმარებლისთვის მასზე მორგებული სარეკლამო თემატიკის შესათავაზებლად.
არასავალდებულო „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებისას მოპოვებულ უნდა იქნას მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, თუ იგი ვიზიტორის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს.
კომპლექსმა შესაძლებელია, მომავალში გამოიყენოს cookies და მსგავსი ტექნოლოგიები, რომლებიც დაეხმარება გაუმჯობესდეს მომხმარებლის, როგორც იუზერის გამოცდილება ვებ-გვერდ(ებ)ის სტუმრობისას, შესაბამისად, დანერგავს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებისა და თანხმობის მოპოვების მექნიზმებს.
კომპლექსი ნერგავს და ავითარებს შესაფერის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები არასანქცირებული წვდომის, უკანონო დამუშავების ან/და გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, შეცვლის ან განადგურებისაგან.
კომპლექსი ითავლისწინებს საერთაშორისო პრაქტიკებს და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს მონაცემების უსაფრთხოების სფეროში. ძირითადი უსაფრთხოების ზომები და პრაქტიკა მოიცავს შემდეგს:
წვდომის მართვა და კონფიდენციალურობა: პერსონალურ მონაცემებზე წვდომა კომპლექსის თანამშრომლებს და კონტრაქტორებს ხელი მიუწვდებათ დაკისრებული ფუნქციების და საქმიანობის ფარგლებში. თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან მათთვის მიცემული მონაცემების კონფიდენციალურობა როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე მისი დასრულების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომპლექსი განახორციელებს მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას, მათ შორის, ინფორმაციის სხვა ქვეყნის რეზიდენტი პირ(ებ)ისათვის გადაცემას, კომპლექსი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, განისაზღვრება მიმღები მხარის ვალდებულებები პირის პერსონალურ მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.
შენიშვნა: კომპლექსის თანამშრომლის მიერ მონაცემებზე ნებისმიერი, არაუფლებამოსილი წვდომის, გამოყენების ან/და გამჟღავნების, წაშლის და სხვა უნებართვო დამუშვების მცდელობა კომპლექსის მხრიდან შეფასდება სათანადო რეაგირებით.
მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი ქმედება ელექტრონულ სისტემებში, ლოგირდება (ფიქსირდება ჩანაწერებში): მონაცემთა მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ოპერაციაზე ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და ქმედების შენახვა (დათვალიერება, რედაქტირება, წაშლა, კორექცია, დეაქტივაცია და ა.შ.), რაც მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა აქტივობის კონტროლისა და მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ლოგირების შესახებ ინფორმაცია ინახება უვადოდ. აღნიშნული ჩანაწერების საფუძველზე, კომპლექსმა უზრუნველყოფს ინციდენტების დროულ გამოვლენასა და შემდგომში მათი მოკვლევას.
შენიშვნა: არაელექტრონულ (ქაღალდის) ფორმით არსებული დოკუმენტაციის გაცემის, ასლის გადაღების, შეცვლის ან განადგურების/ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, კომპლექსის მიერ, აღრიცხება მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, რითაც უზრუნველყოფილია ანგარიშვალდებულება და კონტროლი ყველა მონაცემის მოძრაობაზე.
კომპლექსი ინახავს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც აღნიშნული მონაცემები შეგროვდა, მათ შორის, ნებისმიერი სამართლებრივი, მარეგულირებელი, საგადასახადო, სააღრიცხვო, ან ანგარიშგებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნებისათვის.
კომპლექსი მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს, სტანდარტულად, ინახავს 3 (სამი) წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც შეწყვეტს კომპლექსთან საქმიან ურთიერთობას. შენახვის აღნიშნული ვადა, კომპლექსს საშუალებას აძლევს, დაიცვას საკანონმდებლო ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი მოთხოვნები ან გამოიყენოს მონაცემები ისეთი ლეგიტიმური მიზნებისათვის, როგორიცაა ანგარიშგება ან/და ნებისმიერი სხვა პრობლემური საკითხის დარეგულირება, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვას.
კომპლექსმა შესაძლოა მონაცემები შეინახოს უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ აღნიშნული აუცილებელია სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, მაგალითად, საჩივრებზე რეაგირების, თაღლითობასა ან/და სხვა სახის დანაშაულთან ბრძოლის მიზნით და სხვა.
კომპლექის მიერ მიღებული ყველა უსაფრთხოების ზომის მიუხედავად, შესაძლებელია, მოხდეს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა – ინციდენტი (მაგალითად, მონაცემების შემთხვევითი გაჟონვა, დაკარგვა, არასანქცირებული წვდომა და სხვა);
კომპლექსს შემუშავებული აქვს ინციდენტებზე რეაგირების ძირითადი კრიტერიუმები: ინციდენტის შესაძლო ფაქტის გამოვლენისთანავე, დადგინდეს მიზეზები და შეძლებისდაგვარად შემცირდეს/აღმოიფხვრას მოსალოდენლი საფრთხე/ზიანი. გაანალიზდეს დაზიანებული მონაცემების კატეგორია და მოცულობა, შეფასდეს შედეგების სიმძიმე და გატარდეს ადეკვატური, ზიანის თანაზომადი, აღმოფხვრითი/აღდგენითი და რეაგირების სხვა შესაბამისი ღონისძიებები;
კომპლექსის მიერ, აღრიცხება თითოეული ინციდენტი, დამდგარი შედეგი და მიღებული ზომები, ასევე საკანონმდებლო ვალდებულების შესაბამისად, თუ ინციდენტი, მისი სიმძიმიდან გამომდიანარე, მნიშვნელოვან ზიანს/საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებებს, კომპლექსი, ინციდენტის შესახებ, არაუგვიანეს 72 საათისა, შეატყობინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. შეტყობინებაში დეტალურად დაფიქსირდება ინციდენტის შინაარსი, ზომები და სხვა კანონმდებლობით გათალისწინებული აუცილებელი ინფორმაცია. ასევე, თუ ინციდენტი მნიშვნელოვან რისკს/საფრთხეს შეუქმნის მონაცემთა სუბიექტის უფლებებს და თავისუფლებებს, კომპლექსი, შეძლებისდაგვარად, უმოკლედ დროში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და გამონაკლისების გათვლისწინებით, მიაწვდის შესაბამის ინფრომაციას მონაცემთა სუბიექტ(ებ)ს. ობიექტური გარემოებების გამო, ინფორმაციის მიუწვდომლობის შემთხვევაში, კომპლექსი გაავრცელებს ინფორმაციას საჯაროდ ან ისეთი ფორმით, რომელიც ჯეროვნად უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.
მონაცემების დაკარგვის პრევენციის მიზნით, კომპლექსი რეგულარულად ახორციელებს, მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლების (backup) შექმნას და შენახვას. სარეზერვო ინფორმაცია ინახება დაცულ გარემოში, ძირითადი ინფრასტრუქტურისაგან გამოყოფილად, რათა ინციდენტის შემთხვევისას, უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების აღდგენა.
კომპლექსი რეგულარულად აფასებს მიღებული უსაფრთხოების ზომების ეფექტიანობას. ატარებს მონიტორინგს განსაზღვრული პერიოდულობით ან საჭიროებისამებრ, რათა გამოვლინდეს შესაძლო სისუსტეები. მიღებული შედეგების საფუძველზე, განახლდება მიდგომები და კონტროლის მეთოდები. კომპლექსი, ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებსა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებულ წესებს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში: მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით თუ იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე; თუ მუშავდება დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ან ხორციელდება მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატური და მასშტაბური მონიტორინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კომპლექსი იღებს ვალდებულებას, განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონაცემთა სუბიექტი უზრუნველყოფილია რიგი უფლებებით, რომლებიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მონაცემთა სუბიექტის უფლებაა იყოს ინფორმირებული მისი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნისამებრ, კომპლექსი მონაცემთა სუბიექტს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი პერსონალურ მონაცემები მუშავდება, რა მიზნით და საფუძვლით, რა არის მონაცემთა მოპოვების წყაროები, შენახვის ვადები, ვის გადაეცემა მისი პერსონალურ მონაცემები და ა.შ. წინამდებარე დოკუმენტი „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს ამის განაცხადს და მაგალითს.
მონაცემთა სუბიექტს ასევე უფლება აქვს მიიღოთ კომპლექსისგან იმ პერსონალური მონაცემების ასლი, რომელიც მუშავდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოითხოვოს, მისთვის სასურველი, ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
პერსონალურ მონაცემებზე წდომის ან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენებისათვის, საფასურის გადახდა არ არის დაწესებული, გარდა კანონდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა (მაგალითად, თუ საფასური გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან/და დაწესებულია კომპლექსის მიერ მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო).
მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნების არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში კომპლექსი, ასევე უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე.
თუ კომპლექსის მიერ დამუშავებული მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, მონაცემთს სუბიექტს შეუძლია კომპლექსს მოსთხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება და კომპლექსს მიაწოდოს ამისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
კომპლექსი იღებს ვალდებულებას, მუდმივად იზრუნოს მონაცემთა სისწორესა და განახლებაზე, არაზუსტი მონაცემის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები დადგენილი ვადებითა და პირობებით.
მონაცემთს სუბიექტს უფლება აქვს კომპლექსის მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ეს უფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მაგალითად, ისეთ ვითარებაში, როცა მონაცემების შენახვის ლეგიტიმური მიზანი აღარ არსებობს ან მონაცემები უკანონოდ მუშავდებოდა. მოთხოვნის მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა კანონიერი საფუძველი, კომპლექსი წაშლის მონაცემებს გონივრულ ვადაში და წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპლექსი მონაცემთა სუბიექტს აცნობებს უარის თქმის საფუძველს და განუმარტავს უარის გასაჩივრების წესს (კანონი ითვალისწინებს გარკვეული მონაცემების შენახვას გარკვეული ვადით, მაგ.: ფინანსური ოპერაციების ჩანაწერები საგადასახადო ვალდებულებების გამო და სხვა).
შენიშვნა: კომპლექსის საქმიანობიდან, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, კომპლექსი შესაძლოა მოკლებული იყოს შესაძლებლობას, მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კომპლექსს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების შეზღუდვა), როდესაც პერსონალური მონაცემების სიზუსტე სადავოა მისი მხრიდან ან ითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს კომპლექსს გადაამოწმოს პერსონალური მონაცემების სიზუსტე და განიხილოს მოთხოვნა; კერძოდ: როდესაც დამუშავება უკანონოა, თუმცა, მონაცემთა სუბიექტი უარს აცხადებს პერსონალური მონაცემების წაშლაზე და, სანაცვლოდ, ითხოვს მონაცემების დაბლოკვას;
კომპლექსი იღებს ვალდებულებას მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში, დაბლოკოს მონაცემები კანონმდებლობით მოთხოვნილი ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
მონაცემთა სუბიექტის ზეპირი ან წერილობით თანხმობით, ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მონაცემთა ავტომატური დამუშვების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კომპლექსს მოსთხოვოს სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიაწოდოს მას მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
კომპლექსი იღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნა და მიაწოდოს მონაცემები გავრცელებულ ელექტრონულ ფორმატში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურად შეუძლებელია ან არსებობს საფრთხე მესამე პირის უფლებების დარღვევისა.
კანონმდებლობა მონაცემთა სუბიექტს აძლევს უფლებას არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: (ა) ეფუძნება მონცემთა სუბიექტის მიერ აშკარად გამოხატულ თანხმობას; (ბ)აუცილებელია მხარეებს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; (გ) გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
ამ ეტაპზე კომპლექსი არ იყენებს ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებებს. კომპლექსის მიერ მომავალში ავტომატიზებულად გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დანერგვის (მათ შორის პროფაილინგი) შემთხვევაში, სუბიქეტი წინასწარ იქნება ინფორმირებეული მისი უფლებების, მათ შორის უარის თქმისა და გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის შესახებ. ნებისმიერი ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებისას, კომპლექსი უზრუნველყოფს საკმარის დაცვით ზომებს, რათა არ დაირღვეს სუბიექტის უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები.
კომპლექსისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული თანხმობა იყოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული და ერთმნიშვნელოვანი.
კომპლექსი მონაცემთა სუბიექტს წინასწარ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას რა მონაცემები, რა მიზნით და რა მოცულობით მუშავდება. კომპლექსი სუბიექტის თანხმობის მისაღებად იყენებს კანონმდებლობით დაშვებულ-ზეპირ ან წერილობით ფორმებს (მაგ.: ხელმოწერა დოკუმენტზე, ზეპირი დადასტურება სატელეფონო საუბარში და ა.შ.).
მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გათხოვა შეუძლია ნებისმიერ დროს, მიზეზების დასახელებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. თანხმობის გამოთხოვის უფლების რეალიზაცია მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დამუშავების საფუძველი არის მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.
მონაცემთა სუბიექტს, თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, კომპლექსს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც განაცხადა თანხმობა, შესაბამისად, კომპლექსს შემუშავებული აქვს თანხმობის გამოთხოვის მომხმარებლისთვის მისაღები და მარტივი მექანიზმები (ელ.ფოსტა, სატელეფონო კომუნიკაცია, მატერიალური ფორმით განაცხადი და ა.შ.).
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, კომპლექსი შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას, წაშლის ან გაანადგურებს დამუშავებული მონაცემებს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
შენიშვნა: თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამასთან, თანხმობის გათხოვის შემთხვევაში, კომპლექსი, შესაძლოა, მოკლებულნი იყოს შესაძლებლობას, სრულყოფილად გაწიოს მომსახურება.
დაზუსტება:
მონაცემთა სუბიექტის ზოგიერთი უფლება (თანხმობის გამოთხოვა, ინფორმირება მონაცემთა შეგროვების წყაროებსა და მიზნებზე, საფუძვლებზე და ა.შ.) შესაძლებელია, შეიზღუდოს, თუ მაგალითად, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან სხვა აღიარებულ საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის თავად მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს.
მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის კანონმდებლობით გათვალისწებული საფუძვლებისა და გარემობების არსებობის შემთხვევაში, კომპლექსი იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად, წერილობთ აცნობებს მონცემთა სუბიექტს უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის შეზღუდვის მიზნის (მიზნების) მიღწევას.
თუ მონაცემთა სუბიექტი მიიჩნევს, რომ მისი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მეტი ინფორმაციისთვის, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია ეწვიოს სამსახურის ვებ-გვერდს: www.sao.ge, სადაც განთავსებულია საჭირო ინსტრუქციები და საკონტაქტო ინფორმაცია საჩივრისთვის.
მონაცემთა დაცვის სკითხებზე, ასევ უფლებების რეალიზაციის მიზნით, მონაცემთა სუბიექტს შეუძლია კომპლექსს პირდაპირ მიმართოს ან დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: olympic.tbilisi@yahoo.com ან ტელეფონზე: 995 (32) 2 772 773. სასურველია, მომხმარებელმა მკაფიოდ მიუთითოს ვინაობა და მოთხოვნის დეტალები, რაც კომპლექსს დაეხმარება ვინაობის დადასტურებასა და პერსონალურ მონაცემებზე წვდომის (ან სხვა სამართლებრივი უფლების გამოყენების) უზრუნველყოფაში. აღნიშნული წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების უკანონო/უსაფუძვლო გამჟღავნების პრევენციას. საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსი, ასევე შესაძლებელია, დაუკავშირდეს მონაცემთა სუბიექტს მოთხოვნის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, რათა დროულად შეძლოს საპასუხო ინფორმაციის მოწოდება.
კომპლექსი იღებს პასუსხიმგებლობას, მონაცემთა სუბიექტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დროულად და კანონმდებლობის დაცვით, აღმოფხვრას ნებისმიერი დარღვევა ან ხარვეზი, რომელიც საფრთხეს უქმნის მონაცემთა სუბიექტის კანონით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებას.
მონაცემთა სუბიექტის ყველა სამართლებრივ მოთხოვნაზე კომპლექსი რეაგირებას განახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში.
იმისათვის, რომ კომპლექსმა შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები, დაიცვას ლეგიტიმური ინტერესები, ასევე სრულად და ჯეროვნად განახორციელოს მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება, მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნებიდან გამომდინარე, კომპლექსმა შესაძლოა მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ან/და გადასცეს (ხელმისაწვდომი გახადოს) მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი კატეგორიის მესამე პირ(ებ)ს:
აღნიშნული, ჩამონათვალი, არ არის სრული, ამომწურავი და დროდადრო მესამე პირების რაოდენობა ან/და კატეგორიები შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს, თუმცა მიუხედავად ამისა მონაცემების დამუშავების კუთხით კომპლექსის ქმედებები შესაბამისობაში იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიმღები მესამე პირი და კომპლექსი არ აგებს პასუხს ინფორმაციის მიმღები პირის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევისთვის, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, გარკვეული მონაცემების დამუშავებისას, კომპლექსს, შესაძლოა, წარმოადგენდეს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და მოქმედებდეს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით, ან/და მხარეები მოქმედებდნენ, როგორც თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები.
თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მხარე წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, ხოლო, მეორე – დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თუ მონაცემთა დამუშავების პროცესში, მონაცემთა დამუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეები წარმოადგენენ მონაცემთა თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი თითოეული პირი (შემდგომში – თანადამმუშავებელი) ვალდებულია:
შენიშვნა: პერსონალურ მონაცემთა თანადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, კომპლექსი სრულად ითანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. თუ სამსახური კომპლექსს რაიმე კითხვით, შემოწმებით ან რეკომენდაციით მიმართავს, კომპლექსი იღებს პასუხისმგებლობას, დროულად და ამომწურავად მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მის მიერ მონაცემთა სუბიექტის საჩივრის განხილვისა და მოკვლევის პროცესში და იმოქმედოს სახელმწიფოს აუდტის სამსახურის მითითებების/რეკომენდაციების შესაბამისად.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა, ხოლო სხვა შემთხვევაში – ნებაყოფლობითია.
კომპლექსისთვის, კანონმდებლობით არ არის სავალდებულო ოფიცრის დანიშვნა (ამ ეტაპზე, კომპლექსი არ ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს და არ ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს).
აღნიშნულის მიუხედავად, კომპლექსი მუდმივად ზრუნავს, უზრუნველყოს: მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხების, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, თანამშრომლების ინფორმირების, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევის, კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
აღნიშნული პოლიტიკა არის კომპლექსის განაცხადი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებასა და პასუხისმგებლობის აღებაზე. კომპლექსის მიზანია, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, შეინარჩუნოს პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი და განახორციელოს საქმიანობა პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალობით, რის დასტურსაც წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკა.
კომპლექსი, პერიოდულად განიხილავს და განაახლებს პოლიტიკას კანონმდებლობის ცვლილებების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების ან შიდა პროცესების მოდიფიკაციის საფუძველზე.
დამტკიცების თარიღი: „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ამოქმედებულია 2025 წლის 1 დეკემბრიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ვიდრე არ შეიცვლება ან გაუქმდება ახალი რედაქციით.
დოკუმენტის ვერსია: 01
ვებგვერდისა და მისი ქვედომენების უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირებისთვის ჩვენ ვიყენებთ აუცილებელ Cookie ფაილებს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ Cookie Policy.